მიხეილ სააკაშვილი: "მეგის ქარდავას არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "მეგის ქარდავას არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ"

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა 1 ნოემბერს უკრაინაში დააკავეს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ქარდავას დაკავების შესახებ, თუმცა საქართველოს პროკურატურამ ამის შესახებ დღეს დაადასტურა.

მანამ, სანამ ქარდავას დაკავებაზე უკრაინული მედია წერდა, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ "უახლოეს თანაგუნდელს" არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუკში" და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის "უახლოესი თანაგუნდელის" დაკავებაზე წერდა.

იხილეთ ასევე: "მეგის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა" - საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას დაკავება დაადასტურა