მიხეილ სააკაშვილი: "არანარი სექსი არ შეედრება რევოლუციურ წარმატებას..."
მიხეილ სააკაშვილი: "არანარი სექსი არ შეედრება რევოლუციურ წარმატებას..."
"პოროშენკოს ჩემდამი რაღაც მითიური შიში აქვს... რისი ეშინია? - მას ეშინია საპროტესტო ტალღის.
როგორც კი ეს აგორდება, ის აუცილებლად შებრუნდება სწორედ პოროშენკოს საწინააღმდეგოდ.
ჯერჯერობით ასეთი ტალღა არ ყოფილა... მაგრამ პოროშენკო ამაში გვეხმარება"


4 დეკემბერი უკრაინულ საიტზე strana.ua გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელშიც ის ლაპარაკობს პოლიტიკაზე, პოროშენკოსთან ურთიერთობაზე, რევოლუციასა და უკრაინელ ქალებზეც კი.

სტატიის სათაური მეტად საინტერესოა: "არანაირი სექსი არ შეედრება რევოლუციურ წარმატებას..."

ამ ფრაზას სააკაშვილი ტექსტში აგრძელებს ასე: " რევოლუცია - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ადრენალინი".

ის, რომ სააკაშვილი
რევოლუციურ ტალღაში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, ეს გამოჩნდა უკვე 5 დეკემბერს, როდესაც დილით დაკავებული სააკაშვილი როგორღაც, რაღაც მანქანებით, დაკავებიდან 3-4 საათში მისმა მომხრეებმა იმ მიკროავტობუსიდან გამოიტაცეს და გაათავისუფლეს, რომლითაც ის სამართალდამცავებს გადაჰყავდათ.

ხელბორკილიანმა მიშამ, გათავისუფლების შემდეგ, მიტინგიც მოაწყო და მთელი უკრაინა უკრაინის პარლამენტთან პრეზიდენტის იმპიჩმეტის მოსათხოვად დაპატიჟა.

დავუბრუნდეთ ინტერვიუს, კითხვაზე: - ელით, რომ დაგაკავებენ და შემდგომ საქართველოში მოხდება თქვენი დეპორტაცია, სააკაშვილი პასუხობს:

"პოროშენკო აუცილებლად შეეცდება ჩემს დეპორტაციას. მეტიც, ფულსაც კი გადაიხდის, რათა საქართველოში ციხეში ჩამსვან.
- ვის გადაუხდის? - კითხულობს ჟურნალისტი? - ადგილობრივ
ოლიგარქს... -  ამბობს სააკაშვილი და იქვე აგრძელებს:
"პოროშენკოს ჩემდამი რაღაც მითიური შიში აქვს... რისი ეშინია? - მას ეშინია საპროტესტო ტალღის.
როგორც კი ეს აგორდება, ის აუცილებლად შებრუნდება სწორედ პოროშენკოს საწინააღმდეგოდ.
ჯერჯერობით ასეთი ტალღა არ ყოფილა... მაგრამ პოროშენკო ამაში გვეხმარება", - ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში...

თუ მოვლენებს გადავხედავთ, მართლაც ისე გამოდის, რომ თავის დროზე სააკაშვილისთვის ჯერ მოქალაქეობის ჩამორთმევით, მერე საზღვარზე ექსგუბერნატორის ვერ შეჩერებით, დღეს კი დაჭერით და უცებ გათავისუფლებით, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილისთვის ყოვლისშემძლის იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ასევე უწყობს მისი მომხრეების რიგების ზრდასაც... (საზოგადოებას ყველგან უყვარს ყოვლისშემძლეები, მათ შორის ბუტაფორიულიც).

ერთი ვერსიით, თბილისში ჩამოსულმა უკრაინის პრემიერმა გროისმანმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეათანხმა სააკაშვილის დაკავების საკითხი, თუმცა პროცესები სრულიად დაუგეგმავად წარიმართა და კაცმა არ იცის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, სადაც ახლა ხალხმრავალი მიტინგი მიმდინარეობს, მიშა კი თავის სტიქიაშია... (წყარო)


ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)

გამომიქვეყნეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
06 დეკემბერი 2017 18:24
ირაკლი- ნამდვილად ჩემო კარგო, ჩვენი თეატრალური გმირები 25 წლიანი მარაზმის დროს ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დაიწყო, ბერი გაბრიელის სიტყვები, ზვიადის მკვლელი საქართველოს მკვლელია. ზვიად გამსახურდია არის ჩვენი უგვირგვინო მეფე:( დიდება მის სახელს. რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები ამ უდიდესი პარტიოტის და მართლა ხელისუფალის მოკვდინება რომ საქართველოს დასაფლავება იყო!!!!! ვაღიაროთ გმირები და ვადიდოთ ისინი!!!
...
06 დეკემბერი 2017 14:45
ვფიქრობ ვერაფერს ჰეცვლის სანამ მტლიანად პარლამენტი არ სჰეიცვლება და ბიზინას დამკვიდრებული ვაი დემოკრატია
ციცი
06 დეკემბერი 2017 14:04
პირწავარდნილი ჩე გევარა,რომელიც კომუნუსტების აგენტი იყო[გიჟდებოდა ლენინზე] აწყობდა რევოლუციებს.ბოლოს ბოლივიაში მოკლეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა