მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა და განაცხადა, რომ თავს ოლიგარქიული რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლარისა ცოკოლმა სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა, რათა სააკაშვილს პრესისთვის კომენტარი გაეკეთებინა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს. ამასთან, პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

იხილეთ ასევე: სააკაშვილი სასამართლო პროცესზე განსასჯელთა სკამის ნაცვლად ადვოკატების გვერდით დასვეს