"რუსეთი შეეცდება, დასავლეთს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკბინოს, შეიძლება ეს საქართველოშიც მოხდეს"
"რუსეთი შეეცდება, დასავლეთს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკბინოს, შეიძლება ეს საქართველოშიც მოხდეს"
"ეს უფრო რუსეთის მკაცრად გასაფრთხილებელი სამხედრო ოპერაცია იყო"

როგორ იცვლება მსოფლიო დღის წესრიგი და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრასთან" აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძემ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- სირიაში განხორციელებული სამხედრო დარტყმების მიუხედავად, ჯერჯერობით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მართალია, უფრო მცირე მასშტაბის, მაგრამ მსგავსი დარტყმა სირიაში შარშანაც ვიხილეთ, თუმცა ეს ერთჯერადი ოპერაცია აღმოჩნდა. ტრამპი არაპროგნოზირებადი ლიდერია და მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს, ამიტომ რთულია თქმა, სირიაში ამჯერადაც ერთჯერადი
ღონისძიება ვიხილეთ, თუ დარტყმები ინტენსიურად გაგრძელდება, მაგრამ საჯარო განცხადებების ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს უფრო რუსეთის მკაცრად გასაფრთხილებელი სამხედრო ოპერაცია იყო
. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ სირიაში ვითარება შეიცვლება, ნაადრევია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციამ უფრო მაღალ დონეს მიაღწია და ამას
მოწმობს რუსეთის ბაქიბუქით სავსე განცხადება - პუტინმა განაცხადა, რომ გმობს სირიაში განხორციელებულ თავდასხმას და ამისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ფაქტია, რომ რუსებიც და სირიელებიც დღეს ჩაკეტილ სივრცეში არიან, რომელიც მათთვის უფრო შევიწროვდება.

ახლა, როდესაც დასავლეთი ისევ ერთიანია მის წინააღმდეგ, პუტინს არა აქვს ძალა, საკუთარი ლოკალური ინტერესების გამო სირიაში გლობალურ ინტერესებს დაუპირისპირდეს.

- თუმცა რუსეთს აქვს რესურსი, დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახოს რეგიონში საკუთარი ძალა. რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა, რომელიც სირიაში დიდ ლუკმას ვერ შესწვდება, მადა საქართველოში ესკალაციით დაიკმაყოფილოს?
- სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე ჩვენთვის! რუსეთი სირიაში უკან დაიხევს, მაგრამ შეეცდება, დასავლეთს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც უკბინოს და არ არის გამორიცხული, ეს საქართველოში მოხდეს. მზად უნდა ვიყოთ პატარ-პატარა პროვოკაციებისთვის. შესაძლოა, საზღვარი კიდევ გადმოსწიონ, ან სხვა ტიპის საზოგადოებრივი აფეთქებებით სცადონ პროვოკაციების მოწყობა. ეს განსაკუთრებით სახიფათოა, მით უფრო, რომ აშკარაა - საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერდა.

- რა უნდა დაუპირისპირონ ამ სცენარს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ?
- ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ერთსულოვანი - საქართველომ უნდა განაგრძოს იმ კურსით სვლა, რომელიც ავირჩიეთ და, რაც მთავარია, უფრო მტკიცედ! აუცილებელია, რუსეთს ჩვენს ქვეყანაში აღარ ჰქონდეს მძლავრი პროპაგანდისტული მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დიდთან არ გაუვიდა, შესაძლოა, პატარასთან შეძლოს.
დასავლეთიც უნდა გააქტიურდეს საქართველოსთან დაკავშირებით. სამხედრო ჩარევას არ ვგულისხმობ, მაგრამ უფრო უნდა გამოიკვეთოს საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივა. სირიის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ევროპამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს რუსეთის სამოქმედო არეალი, რადგან დათმობის შემთხვევაში ის უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ამ ავიადარტყმით დასავლეთმა აჩვენა, რომ რუსეთს არაფერს დაუთმობს"
თამარი
17 აპრილი 2018 00:21
საქართვოდან შორს დაიჭირეთ თქვენი დორბლიანი პირები და ჭუჭყიანი ხელები . ძველი ჩაწოლილი იარაღი სად და როგორ გაასაღოთ და გამდიდრდეთ იმის გამო ხალხსაც ხოცავთ და სახელმწიფოებსაც ანადგურებთ როცა საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის არაფერს აკეთებთ.
თუ აზეთი ძლიერები ხართ ეს ამდენი სიმდიდრე მარტოიარაღის კეტებასი და შეძენაზე რაც დახარჯეთ უფასო საავადმყოფოები გაგეკეთებინათ . კიდევ საბჭოეთს აძაგებდნენ მას ეს მაინც ჰქონდა კარგი.
საქართველოს შეეშვით და ტანკები და რაკეტები თქვენივე სახელმწიფოებში აგრიალეთ .
უფალო დიცავი საქართველო და ქართველი გენი ამათნაირი ანტიქრისტეებისგან და სტანებისგან.
ამინ!
ვოვა
16 აპრილი 2018 22:56
ძალიან ეჭვი მეპარება ეს ექსპერტის მოსაზრება იყოს, ან გასულია რეალობიდან! საზღვრებს ისედაც წევდა და უფრო უარესი რომ ქნას ვინ დაგვეხმარება, ნატო? ამერიკა? სამხედრო ძალას შემოიყვანენ და რუსეთს აქედან დაუპირისპრდებიან? ქვეყანა დაგვრჩება საერთოდ? როგორ ფიქრობთ ამ შედეგებზე აგებენ პასუხს ვისაც ენა აქვს გადმოგდებული და მარტო ნატოს და დასავლეთს გაიძახიან და საქმე საქმეზე რომ მიდგება ამათიდან უმეტესობა საზღვარს მიაწყდება და ვირთხებივით გადარჩენაზე იფიქრებენ მარტო! პასუხისმგებლობა იგრძენით და რომ აყრანტალებთ ცარიელ სიტყვებს რამე რომ მოხდეს დადექით ჩვენი ჯარისკაცების გვერდით და თქვენი არაფრისმთქმელი აზრები არავის არ სჭირდება!!!!
nina
16 აპრილი 2018 20:27
უიიი, დედაა მერე როგორ ფიქრობთ ეტკინებაა ეგ ნაკბენი ევროპას??
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?