რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე და დასვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომის საკითხი?!
რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე და დასვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომის საკითხი?!
"სამთავრობო ცვლილებები უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი არ ყოფილა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ, მისი და დეპუტატთა ნაწილის მტკიცებით, შეკრებაზე ლაპარაკი შეეხო გაერო-ს ბავშვთა ფონდის ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებს.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს განმარტება ძალიან არადამაჯერებელი გამოდგა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სხდომამდე მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდ საინფორმაცია, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა. მედიის მოლოდინი აშკარად გაზვიადებული კი იყო, მაგრამ როგორც
ამბობენ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

ის, რომ სხდომა ძალიან დაძაბული იყო და „იუნისეფის" დასკვნის განხილვას არ მიძღვნია, მოგვიანებით ტელეკომპანია" იბერიასთან" სუაბრისას პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღიარა:

"არ დასმულა საკითხი ასეთნაირად, რომ მოდი, დღეს ეს გადავაყენოთ და ეს დავტოვოთ. აქ
იყო მსჯელობა, იყო ემოციური გამოსვლებიც, ბუნებრივია. ბიძინას პოზიციაზე მინდა გითხრათ, რომ ის საკმაოდ უკმაყოფილოა შექმნილი მდგომარეობით და ადეკვატურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.
მე ასეთი დონის უკმაყოფილო დიდი ხანია არ მინახავს. ის ჩვენზე უფრო რადიკალური იყო მდგომარეობის შეფასებაში, ვიდრე ჩვენ, ხალხის წარმომადგენლები ვართ. ასე რომ, მსჯელობა იყო შედეგებზე
", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი იმდენად უკმაყოფილოა დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, რომ სხდომაზე მან მთავრობის გადადგომის საკითხიც კი დასვა, რასაც მწვავე დებატები მოჰყვა. მინისტრთა კაბინეტის ნაწილის მტკიცებით, ამ ეტაპზე, იმ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რაც ბოლო ხანს ქვეყანაში ხდებოდა, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შეცვლის გადაწყვეტილება არ მიღებულა, ერთ-ერთმა დეპუტატმა კულუარულად გვითხრა, რომ საკითხი ჯერჯერობოთ მაინც ღიად არის დატოვებული.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მთავრობის გადადგომას ემხრობა საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. რეფორმატორული ფრთა, რომლის წევრებსაც საკმაოდ მწვავე პოზიცია აღმოაჩნდათ.
მოსალოდნელია, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს, თუმცა საკითხი, მივა თუ არა ეს პროცესი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებამდე, ამ ეტაპზე თითქმის დაუჯერებლად ჩანს...

საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის საპრეზიდენტო არჩევნებამდე განახლებას ემხრობა.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)

რეალისტი
13 ივნისი 2018 15:58
ხო დასვა მაგრამ ზაქარია არ დათანხმებია და საკითხი ჩავარდა მგონი მეჭიაური რაღაცაში მართალი იყო ზაქარიას შეფასებაში ბიძინა მაგრა უჯერებს ზაქროსო ჩვენც დავუჯეროთ და აბსურდის თეატრიც გვექნება. ბიძინა თუ იტყვის ქვენის სასიკეთოდ იტყვის და გააკეთებს კიდეც საქმებს ესენი შეეშვან სხვის მაგივრად ლაპარაკს
LIA
13 ივნისი 2018 13:49
ბატონო ბიძინა თქვენი იმედი გვქვს რომ ამ სადისტ ცინიკოს ნაცებს თავისი მანიაკი უფროსით არ დააბრუნებთ ხალხმა უსაზღვრო ნდობა გამოგიცზადათ და მტკიცედ იდექით, დაგლოცოთ ღმერთმა ,








lia
13 ივნისი 2018 13:38
ბატონო ბიძინა ძალიან გთხოვთ ხალხს არ გაგვიცრუოთ იმედი თქვენ გეხსომებათ რა ზღვა ხალხი დაგუდგათ გვერდში თქვენი გამჭრიახი გონების , მტკიცე ხასიათის , პატიოსნების , მამულის ჭეშმარიტი სიყვარულის იმედს ნუ მოგვიშლით ..არ მინდა დავიჯEრო თითქოს ღმერთის არ გჩამდეთ / თუ აზროვნებს ადამიანი მას აუცილებლად სწამს შემოქმედი და უზენაესის მომიტევეთ არ მემეტებით უღმერთობისთვის . დაგიფაროთ ღწთისმშობელმა , მოგეცეთ ჭეშმარიტი რწმენა უფალ იესო ქრისტეს შეწევნით მშვიდად გამყოფოთ უფალმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები