"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს, ექსპერტთა ნაწილის აზრით, ბოლო ხანს გამართულმა ქუჩის აქციებმა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნა, ერთ-ერთი ვერსიით კი, კვირიკაშვილი შიდაპარტიულ დაპირისპირებას შეეწირა. მაინც რა გახდა სამთავრობო ცვლილების მთავარი მიზეზი? - გაზეთ კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვფიქრობ, რომ ეს განაპირობა ფაქტორთა ერთობლიობამ. ოფიციალურადაც დასახელდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპი.
გარდა ამისა, აშკარაა, რომ
პარტიაში შიდა დაპირისპირებებიც არსებობდა და გავლენისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა.


სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, მქონდა განცდა, რომ კვირიკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ყველაფერს, რომ მისი ავტორიტეტი შეელახა.

ის, რომ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა მთავარი - სამთავრობო ვერტიკალის შექმნა, რომელიც კონსოლიდირებულად მიუდგებოდა ქვეყნის პრობლემებს, იყო მისი სისუსტე.

როგორც
ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი. უშუალოდ კვირიკაშვილის კორუფციაში მონაწილეობის არ მჯერა... ის წესიერი ადამიანია, დღემდე ცხოვრობს საშუალო-სტატისტიკური თბილისელის პირობებში, ისევე როგორც მისი ოჯახი.


მისდამი ნამდვილად კეთილგანწყობილი ვიყავი და ვარ. მისი შეცდომა იყო ის, რომ მცდარი საკადრო ნაბიჯები გადადგა, დაეყრდნო იმ ადამიანებს, რომელთაც არ უნდა დაჰყრდნობოდა.
ვიცი, რომ ამ კორუფციული პრობლემების შესახებ ძალიან ბევრი ილაპარაკეს უმრავლესობის იმ სხდომაზე, რომელზეც მთავრობის გადადგომის საკითხი დადგა. ილაპარაკა ივანიშვილმაც.

...
კვირიკაშვილმა დაუშვა ერთი სერიოზული შეცდომა: მან თვითმმართველობის საკითხები სრულად გადააბარა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც დაუშვებელი იყო.

შიდარეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობა გახლავთ პრემიერისა და მისი კანცელარიის უშუალო პრეროგატივა... ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რა დაატრიალა, ვნახეთ, ამის შედეგი - რაც დღეს ხდება რეგიონულ მმართველობებში, არის სრული კატასტროფა. ადგილობრივ ჩინოსნებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება...

მარნეულის ყოფილი მერის, აბაზოვის საქციელი, როდესაც ის მოქალაქეს სხვებთან ერთად, ორგანიზებულად, არაადამიანურად გაუსწორდა, რეგიონებში არსებული ვითარების სიმბოლოა.

- გუნდის შიგნით დაპირისპირებები ახსენეთ... ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით,¬ "ქართული ოცნების" ჯგუფები ერთმანეთს კი არ აძლიერებენ, არამედ მიზანმიმართულად ასუსტებენ იმის შიშით, რომ რომელიმე ლიდერის ხელში მეტი გავლენა არ აღმოჩნდეს...
- ნამდვილად ასეა. "ქართულ ოცნებაში" გარკვეულ ჯგუფებს შორის ურთიერთობა კარგა ხანია გასცდა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს. ძალიან მეეჭვება, ამის ავტორი კვირიკაშვილი ყოფილიყო, თუმცა მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მთავრობის სტრუქტურა მოიშალა, თამაშის ის წესები მოიშალა, რომლებიც როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ურთიერთობებს ალაგებდა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი დაეტყო ქვეყნის მშენებლობის საქმეს...
იმის გამო, რომ ამ სასიკეთო პროექტების განხორციელება რომელიმე ჯგუფის ან ადამიანის წარმატებად არ ჩათვლილიყო, საერთოდ დაბლოკეს.
როგორც ვიცი, უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს და იძიებს, სად წავიდა ამა თუ იმ პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა. იმედია, ყველაფერს მოეფინება ნათელი, მით უფრო, მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ მისი და მომავალი მთავრობის საქმიანობაში დიდი ყურადღება მიექცევა ანტიკორუფციულ შემადგენელს.



ნათია დოლიძე



ქართველი
18 ივლისი 2018 02:00
ვერ გავიგე თქვენიც რა, მიშამ დაიწყო ბიუჯეტის გავსება, დაჭერები და ფულები დააყრევინა კორუნპირებულ ჩინოვნიკებს--არ მოგვეწონა, ქვეყანა დააქციაო! ესენი არავის იჭერენ, (მხოლოდ ნაცებს იჭერენ) იგულავეთ როგორც გინდათო და ესეც არ მოგვწონს!
რა გინდათ????
da
20 ივნისი 2018 16:54
ძალიან გთხოვთ მიაწვდინეთ ხმა ბატ.ბიძინას ქობულეთიდან საიდანაც წაიღენ ხე უპრობლემოდ მოსახლეობის პროტესტის გარეშე ,დაგვპირდენ პარკს.ეხლა ამბობენ ეკონ.სამინისტროს თუ ხის გადამტან კომპანიას ის ადგილი გაუყიდიათ და იგეგმება 5 სართულიანი კორპ-ის აშენება. არ დავუშვებთ.რაც დაგვპირდით შეასრულეთ,რა მოხდა უშაშველოს ვითხოვთ?5
uuu
20 ივნისი 2018 01:48
ვაიმე, როგორი სამართლიანი და პატიოსანი ბიძი-აა! გული მოსვლია, ქართველ ხალხს ვიღაცამ ფულები ააწაპნაო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?