"შეიძლებოდა, ამ ბიზნესის აკრძალვაზეც გვეფიქრა, მაგრამ..." - რა საკანონმდებლო ბარიერები დაუწესდება სათამაშო ბიზნესს?
"შეიძლებოდა, ამ ბიზნესის აკრძალვაზეც გვეფიქრა, მაგრამ..." - რა საკანონმდებლო ბარიერები დაუწესდება სათამაშო ბიზნესს?
"ვიმედოვნებთ, რომ ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 70%-ით შემცირდება"

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება და საშემოდგომო სესიაზე განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. საუბარია "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ავტორობით დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და პარლამენტში "გაიჭედა".

ამ საკითხზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

სამი წლის წინ დაანონსებული და შარშან ოქტომბერში შექმნილი კანონპროექტის პარლამენტში განხილვის
გაჭიანურებამ გააჩინა ლოგიკური ეჭვი, რომ ეს იყო სათამაშო ბიზნესის ლობისტების ქმედების შედეგი. დაახლოებით ერთი თვის წინ კი სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ახლანდელმა მთავრობამ წინამორბედის შექმნილი კანონპროექტი პრობიზნესურობის საბაბით დაიწუნა და ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. საქმეში ჩაერთო საპატრიარქოც. სწორედ მათი რეკომენდაციით გაიზარდა კანონპროექტში მანამდე არსებული ასაკობრივი
ცენზი 21-დან 25 წლამდე. ცვლილებების თანახმად, აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალებათ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციარებსაც.
ონლაინთამაშებში მონაწილეობისას დაგეგმილია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს მხოლოდ ბანკების საშუალებით და ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაფიქსირდეს. ასევე, დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენებით გარე, უცხოურ საიტებზე ონლაინთამაშები. იგეგმება სათამაშო ბიზნესის გარერეკლამის აკრძალვა რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელისუფლებაში სწორედ სარეკლამო საკითხებთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილზე მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება. ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ რეგულაციები უნდა იყოს ეფექტური და არა - ბევრი, არასისტემური და ქაოსური, რაც დადებით შედეგს არ მოიტანს და სანაცვლოდ ისევ სათამაშო ბიზნესს ახეირებს.

რა საკანონმდებლო ბარიერები იგეგმება?

შეიქმნება მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და ოჯახის წევრს ექნება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა კონკრეტული პირი მოხვდეს მათ ნუსხაში, ვისაც თამაშის უფლება ჩამოერთმევა. ამასთან, თამაშის უფლება ამ პირს სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც შეეზღუდება.

ყველა საჯარო მოხელეს, სანამ საჯარო სექტორში იქნება დასაქმებული, ექნება ვალდებულება, ჩაეწეროს იმ ნუსხაში, ვისაც აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალება.

შეზღუდვები დაწესდება სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც. გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანები სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული, სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ და აზარტულ თამაშებში ერთვებიან.

"ბარიერი იქნება ასაკობრივი ცენზიც. პირვანდელი ვარიანტით შემოთავაზებული იყო 21 წელი, მესამე-მეოთხეკურსელი სტუდენტის ასაკი. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 18-დან 24 წლამდე პირი ამ თვალსაზრისით მოწყვლადია. აზარტულ თამაშებშიც მეტწილად ამ ასაკის ადამიანები არიან ჩართული. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზარდოს.

...

პირდაპირ გეტყვით, რომ არა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც სამორინეებში სოლიდურ თანხას ხარჯავენ, შეიძლებოდა, ამ ბიზნესის აკრძალვაზეც გვეფიქრა.

აბსოლუტური კონტროლი რთულია, განსაკუთრებით - ონლაინსივრცეში, მაგრამ ვფიქრობთ, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ სათამაშო ბიზნესში ჩართული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 70%-ით შემცირდება", - განაცხადა გამოცემასთან პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები