"2008 წელს ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ"
"2008 წელს ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ"
ფოტო:მეთიუ ბრაიზა
"სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები..." - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

"ჩვენ დრო არ გვეყო... პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა", - ასე გაიხსენა მან 10 წლის
წინ, აგვისტოს ომისდროინდელ პრობლემები და კითხვაზე: რას ფიქრობთ იმ ნარატივზე, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო?-  განაცხადა:

"2008 წლამდე რუსეთმა გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა. გამოიყენა
ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - ომი დაიწყო წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია".

ის ასევე საუბრობს იმ შედეგებზე, რაც 2008 წლის ომს მსოფლიო თანამეგობრობისთვის მოჰყვა:

"ყველა სიგნალი, რაც 2008 წელს გავგზავნეთ, იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ყველაფერი რუსებს შერჩებოდათ, ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ". მინდა გავიხსენო 2014 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი, საფრანგეთის მთავრობა კიდევ ორჭოფობდა, მიეყიდა თუ არა მისტრალები მოსკოვისთვის".


ვაჟა თავბერიძე

Jora
12 სექტემბერი 2018 11:53
ხო მართალი ხარ ! ომს ერთი მხარე არ იწყებს იმან თუ გაისროლა შენ რაზე აყევი
Zorro
10 სექტემბერი 2018 16:06
ხოდა სწორედ მაგაშია საქმე რომ რუსულმა მხარემ სპეციალურად გაისროლა და სააკაშვილი და მისი ბიძა - KGB -ს მოქმედი გენერალი აყვნენ მაგ სროლას სწორედ გათვლილად და რუსებთან შეთანხმებულად... რითიც რუსეთმა შესძლო ჯარების დაბრუნება საქართველოში, ტერიტორიების ოკუპირება და დამატებით პრეზიდენტმა და მისმა გამზრდელმა ბიძამ და KGB -ს კასირმა ყველა სტრატეგიული ობიექტიც გადასცეს რუსებს...
იამზე
10 სექტემბერი 2018 12:41
ეს კომენტარი ზოგიერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა კარგად უნდა წაიკითხოს და თან რამდენჯერმე, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა ვის ვგულისხმობ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები