"ჩარეული ყავთ ანზორი, ბიძინას დაცვის უფროსი იყო... ფული უნდა გავანაწილოთ ანზორაზე..." - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი?
"ჩარეული ყავთ ანზორი, ბიძინას დაცვის უფროსი იყო... ფული უნდა გავანაწილოთ ანზორაზე..." - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი?
"იბერიის" საქმეზე "რუსთავი 2"-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისევ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ და სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

ჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის გვარიც ისმის. ჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა":

ლევან ყიფიანი: ხო
გითხარი, ჩარეული ყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო, ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის, რომ კიდე გამიმეორა, რომ მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო, აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა, პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო და ის დარჩაო... რა
კუდებიო...  ქუმსიშვილის კუდიო, რაღაცა.. ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო, მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა, ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.

ზაზა ოქუაშვილი: ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.
ლევან ყიფიანი: ხო.
ზაზა ოქუაშვილი: მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?
ლევან ყიფიანი: ფული უნდა გავანწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...
ზაზა ოქუაშვილი: ვინ არის ეს ანზორა ე.ი. თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის...
ლევან ყიფიანი: რომელიც "გვბალეშიკობს" ჩვენ, დაცვის უფროსი იყო... ეხლა არის სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა, ესა.. რა, მინისტრია რა.
ზაზა ოქუაშვილი: მინისტრია?
ლევან ყიფიანი: მთელი სახელმწიფო დაცვების მაგის ხელშია.

ალექს
15 სექტემბერი 2018 14:18
კანონებს ნაცქოცმოქკავშირი წერდა ფულის საკეთებლად და არა სამართავ სარეგულირებლად !
ძალიან იოლია ამის დამტკიცება,რომ არ გაგიჭირდეთ შეარჩიეთ რომელიმე თქვენის აზრით უარყოფითი მოვლენა ,შედეგი ჩვენი ყოველდღიურობის და გაჰყევით იმ კანონს რომელიც იმ სფეროს არეგულირებს ,რომლიდანაცაა შერჩეული მოვლენა ,შედეგი ,ტრენდი !
მაგალითად ლარის კურსი,ან სააქციო საფონდო ბირჟა,ანტიმონოპოლიზმი,კარტოფილისა და კიტრის იმპორტი,კლინკერის ირანიდან,ლობიოს ყირგიზეთიდან ,საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ამერიკიდან და რუსეთიდან-ოც ოცი წლით ჩასვამ დუჟინ პარლამენტარს სამშობლოს ღალატისათვის !
Zuko
15 სექტემბერი 2018 12:15
Gadaihade oquashvilo!
Gamodi shevardnazis buranidan.
mzirali
15 სექტემბერი 2018 09:15
ისე რა მიკვირს იცით ვინ და როგორ აკეტებს ამ მოსმენებს. კანონი ამბობს რომ სასამარტლო გადაწვეტილების გარეშე უკანონ მოსმენა დასჯადია მაგრამ ამაზე კაცისშვილი არ ამბობს არაფერს ,გამოდის რომ ასეტივე რიხით შეიზლება მოუსმინო ტანმდებობის მაღალ პირებს გამოაქვეყნო და ხახვივით შეგრჩება და კიდევ ამ ბედოვლატებს ტელფონით რომ არ ილაპრაკონ არ იციან რომ შეიზლება ისინი პროსლუსჰკაზე იყონ. წადი რა სადმე და იქ ილაპრაკე. და ვაი კიდევ იმ ბიზნესმენებსაც ვინც საქმე აქამდე მიიყვანა რომ მათ საკითხს ასე წყვეტენნ ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები