"ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი "მაოხრებელი გზირობა", როგორც..." - კვირის პალიტრა

"ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი "მაოხრებელი გზირობა", როგორც..."

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ ბევრი რამ გახადა ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

"პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია საშუალებები არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკა, რომელიც უნდა იყოს კრიტიკული და საქმიანი ხელისუფლების მიმართ. ხალხმა სწორი ინფორმაცია უნდა მიიღოს მედიისგან და შემდეგ თვითონ გააკეთოს თავისი არჩევანი. სწორედ ასეთი ჟურნალისტიკის საფუძველზე არის შესაძლებელი დემოკრატიული აზრის ფორმირება და ქვეყნის წინსვლა", - აღნიშნავს სოფო კილაძე.

მისივე შეფასებით, "რუსთავი 2"-ის ერთადერთი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

"სამწუხაროდ, "რუსთავი 2" არ არის მედია, არამედ წარმოადგენს პროპაგანდის მანქანას. ადამიანებისათვის ტვინის გამორეცხვას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. ეს მეთოდი აღებულია ჰიტლერის გერმანიისგან, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირშიც ძალიან "წარმატებით" გამოიყენებოდა. ახლა ნიკა გვარამია ცდილობს გაიმეოროს იგივე. იმას კი ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი "მაოხრებელი გზირობა", როგორც იმათი რეჟიმები, ვისაც ბაძავენ", - წერს სოფო კილაძე.

იხილეთ ასევე: "ქვეყნის დირექტორმა გვითხრა, ღარიბები რომ ხართ, თქვენი ბრალია, ამიტომ ნუ გშურთ ფარცხალაძისო" - რა გამოხმაურება მოჰყვა ივანიშვილის ინტერვიუს?