ვინ არის ქალი, რომელმაც ატოცში მყოფ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა
ლანა ღვინჯილია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოკუპაციის ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია" - ასე მიმართა სოფელ ატოცში ჩასულ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“.
„მე ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მე ვაკეთებ განცხადებას, როგორც, მომავალი პრეზიდენტი“, - აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა ტერიტორიულ მთლიანობასა და საოკუპაციო ხაზის მოშლაზე უნდა იზრუნოს.
„დღეს ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ეს არის ის, რაზე მომავალმა პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს,
რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ამ ტერიტორიის, ჩვენი ქვეყნის საზღვრები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე დღეს, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც არ შეუძლია, მშვიდად იცხოვროს და არ აქვს ის პირობები, რომ მშვიდად იმუშაოს და უზრუნველყოფილი იყოს.


პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე; პრეზიდენტი, როგორც ყველა მოქალაქის პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ბედზე, ყოველდღიურ ბედზე. ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება, რამეთუ უსაფრთხოების გარეშე ცხოვრება და განვითარება მშვიდი არ არის, მაგრამ ასევე ეს არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც არის მთლიანად დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც მაღალმთიან რეგიონებს და ეს არის ძალიან სწორი პოლიტიკა, ასევე საზღვრის პირას სოფლებს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




marimari
11 ნოემბერი 2018 19:48
რა ნახეთ ოცნების დაქცეული,ხალხი რომ იყო ცოტთი იმაზე უკეთესად ხომ არის დღეს,მიიხერდ მოიხედეთ სამეზობლოში,დაქცევით სააკაშვილმა რომ დააქცია ქვეყანა, გაიხსენეთ ვისაც დაგავიწყდათ რუსეთს კიდე მიუმატა ტერიტორიები და ხელიც მოუწერა,დააქცია ოჯახები მოუკლა რეჟომმა შვილები ,წაართვა ბიზნესები კიდე გავაგრძელო............
გეგა
10 ნოემბერი 2018 15:29
კინკის შეცდომაა მათი დაბადება.
სიმართლე
10 ნოემბერი 2018 12:35
ეს გაფილტრული კომენტარები რომ გაქვთ გამოქვეყნებული რა წესია?
ეს კომენტარი არ წაშალოთ! ყოჩაღ ლანას! ვაფასებ მის გაბედულებას! ვაფასებ ყველა იმ ადამიანის გაბედულებას ვინც სიმართლეს ხმამაღლა ამბობს და არ უფრთხის სათქმელის პირში მიხლას! მართლაც რა ნამუსით ჩავიდა ეს ვითომ პატრიოტი გორში?! დააქცია ოცნებამ ქვეყანა და ხალხს ნაცარს აყრის თვალებში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები