"ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა, 2008 წლის 7 აგვისტოს ჩამოფრინდა და ჩემს გვერდით იყო მთელი ომის განმავლობაში" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა, 2008 წლის 7 აგვისტოს ჩამოფრინდა და ჩემს გვერდით იყო მთელი ომის განმავლობაში"

"ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს მისი შვილი საქართველოში დაბრუნდა და ომის პერიოდში მამის გვერდით იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძეს პირველ მეუღლესთან, ნატაშა ალხიმოვასთან 1979 წელს ვაჟი შეეძინა. ნოდარი უკვე 39 წლისაა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, ამასთან, ნოდარი ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძის შვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. იხილეთ სრულად