"ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოუნდეს, გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი? - ვერა" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოუნდეს, გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი? - ვერა"

ცნობილია, რომ სუს-ში საკადრო ცვლილებებია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სუს-ში იმ კადრებს უშვებენ, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების ფავორიტის სასარგებლოდ საკმარისად ვერ იმუშავა. მეორე ვერსიით, გიორგი გახარია პრემიერობისთვის ემზადება და ცდილობს სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პოზიციების შერყევას, რომელსაც ივანიშვილის თვალ-ყურად მიიჩნევს. ამ საკითხის შეფასებისას ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა:

- სამწუხაროდ, არ ვიცი, სუს-ის თანამშრომლებმა რა როლი ითამაშეს საარჩევნო პროცესში და რატომ შეიძლება იყვნენ მათი მუშაობით უკმაყოფილო. წარმოდგენა არა მაქვს, ამ სპეცსამსახურებში რა ხდება. მოდი, ასე დავსვათ საკითხი: ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოუნდეს, გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი? ვერა. პრემიერ-მინისტრი რომც გახდეს, ის მეთვალყურეობის ქვეშ არ იქნება?

ან რომ მოინდომოს გახარიამ სუს-ში რაიმე ცვლილებები ივანიშვილსა და გომელაურთან შეუთანხმებლად, მოახერხებს?! ესეც წარმოუდგენელი მგონია. ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ერთადერთი, რაც ნათელია, ჩვენს ქვეყანაში ღალატი უნდა აღმოიფხვრას. ვეჭვობ, ძალიან ბევრ ვინმეს, იმათ, რომელთაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, ენა მიაქვს ძალიან შორს და შესაძლოა ჩვენი ქვეყნის მტრებთანაც. ასე რომ, ცვლილებებს მხოლოდ მივესალმები, თუ ამ პრინციპით ხდება.

- ელით სამთავრობო ცვლილებებს?

- ხვალ-ზეგ არა, მაგრამ ველი აუცილებლად, ბოლოს და ბოლოს,

ის დაპირებები, რაც "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის წინ გასცა, შესასრულებელია. სხვანაირად 2020 წლის არჩევნებს აუცილებლად წააგებს.

ამ ვითარებას, სახელისუფლებო სტრუქტურებში არ ვიცი, მაგრამ ძალაუფლების ცენტრში, ვფიქრობ, აანალიზებენ. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?