"ვიღაც ბრიყვმა, თუ ბესელიაზე შური იძია ამ კუთხით, ეს არ არის პოლიტიკოსი" - კვირის პალიტრა

"ვიღაც ბრიყვმა, თუ ბესელიაზე შური იძია ამ კუთხით, ეს არ არის პოლიტიკოსი"

"ემოციურად ვიღაც ბრიყვმა თუ ეს ბესელიაზე შური იძია ამ კუთხით, ეს არ არის პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ასეთ რაღაცას არ აკეთებენ" - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერის გავრცელების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გია ხუხაშვილი გადაცემა "360 გრადუსში".

ექსპერტის თქმით, შურისძიების გამო ასეთი რამის გაკეთება არის სიბინძურე და პოლიტიკური შედეგი პოზიტიური ამას ვერ ექნება.

"არ არის გამორიცხული, რომ ეს ქმედება ვიღაც ბრიყვის გაკეთებულია, მაგრამ თუ აქ პოლიტიკურ მოტივსაც დავინახავთ, პოლიტიკური სამიზნე ამ ყველაფრის ბესელია კი არ არის, პოლიტიკური სამიზნეა ყველა ადამიანი, უმრავლესობის ყველა წევრი...ამით მათ ეუბნებიან, ჭკვინად იყავით, თორემ თქვენზეც გამოვაქვეყნებთ" , - აცხადებს გია ხუხაშვილი

"ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით?" - ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს