"მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან იყო მოწერილი" - კვირის პალიტრა

"მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან იყო მოწერილი"

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს.

"წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ასევე: "წერილებს არ ვწერ" - რას პასუხობს გახარია ხაზარაძის ბრალდებას?

"ინტერპრესნიუსი"