"წერილებს არ ვწერ" - რას პასუხობს გახარია ხაზარაძის ბრალდებას? - კვირის პალიტრა

"წერილებს არ ვწერ" - რას პასუხობს გახარია ხაზარაძის ბრალდებას?

"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტეის მოპოვების", - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტეის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ და პირში ვეუბნები ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც", - განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

იხილეთ ასევე: "მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან იყო მოწერილი"

იხილეთ ვიდეო