"მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან" - კვირის პალიტრა

"მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან"

მე მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ბრალდებულმა წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დამატებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მის ელექტრონულ მონიტორინგს გულისხმობს, ხვალ, ან დღეს დაუკავშირდებიან.

"სამაჯურზე დამიკავშირდებიან და ან ხელზე იქნება, ან ფეხზე. შეიძლება ხვალიდან, ან დღეს საღამოს. ამათ მე მგონი მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა "ქართული ოცნების" დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი", - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ასევე: "საათის ნაცვლად გავიკეთებ" - ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო