"ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხაზარაძემ კი კარგად იცის, რომ რისკავს, მაგრამ..."
"ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხაზარაძემ კი კარგად იცის, რომ რისკავს, მაგრამ..."
ფოტო:მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, ანაკლიის პორტი და 2020 წლის არჩევნები - ეს არის თემები, რომლებზეც "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თავდაპირველად, გავიხსენებ ივანიშვილის შარშანდელ დაპირებას, რომ ყველაფერს გამოასწორებდა. გულისხმობდა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას, სასამართლო სისტემის პრობლემებს... სინამდვილეში ივანიშვილი პრობლემების გადაჭრას კი არა, ოპონენტების დასუსტებას შეუდგა. რაც მთავარია, ამას აკეთებს სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად, რომლის მწვერვალზეც თავად აღმოჩნდა. ეს ძალიან ჰგავს იმ სისტემას, რომელიც სააკაშვილმა შექმნა - ყველას გვახსოვს,
როგორ იბრძოდა ის რეჟიმის შესანარჩუნებლად. სააკაშვილმა ივანიშვილის აქტივები დააყადაღა და სხვა უამრავი მეთოდით უტევდა მას.
...
კორნელი კაკაჩია
- დიახ, ახლა ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა ამ სცენარის ავტორებს ავიწყდებათ, როგორ დამთავრდა სააკაშვილის რეჟიმი. თუ ბოლო ათწლეულების პოლიტიკურ ცხოვრებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საზოგადოება ერთ პარტიას ორ ვადაზე დიდი
ხნით არ ირჩევს - ეს განაჩენივითაა.

- ამ რეალობაში ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა რას შეცვლის?
- ხაზარაძის გათვლები ასეთია: ამომრჩეველი უნდა იყოს ნეიტრალური, ანუ ის კატეგორია, რომელიც ბოლო არჩევნებში 30-35-%-ს შეადგენდა. ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელსაც არც "ოცნება" მოსწონს და არც "ნაცმოძრაობა". ხაზარაძეს კარგად ესმის, რომ ძველი სახეებით საზოგადოების გულს ვერ მოიგებს, ისიც კარგად იცის, რომ რისკავს, მაგრამ დასაკარგავი არაფერი აქვს. ცდილობს ახალი ჯგუფი შეკრას, თუმცა ასეთი სახეები ქართულ პოლიტელიტაში ძნელი მოსაძებნია. მაინც ვფიქრობ, ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ასოცირებული ახალი ძალა აუცილებლად მოხვდება პარლამენტში. ფაქტია, პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე უნდა გამოჩნდეს! ამ ძალას კი აქვს სერიოზული შანსი, გახდეს ასეთი და პარლამენტში ანგარიშგასაწევ ძალად იყოს წარმოდგენილი.

- პოლიტიკაში ფინანსები რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია. თუმცა ხაზარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს და მასზე იერიში კვლავ გრძელდება. ეს როგორ აისახება მის პოლიტიკურ მომავალზე?
- ჩემი აზრით, ასეთი შეტევებით ხელისუფლება უფრო აგებს, ხაზარაძე კი სტარტს იღებს. გარდა ამისა, ის ამერიკელების მხარდაჭერით სარგებლობს. აქამდე "ოცნება" და "ნაციონალები" სხვა ძალას არ აჭაჭანებდნენ და ამას ოსტატურად, ერთმანეთის ლანძღვითა და ცილისწამებით ახერხებდნენ. მართალია, ხაზარაძეს ივანიშვილივით დიდი ფინანსური რესურსი არა აქვს, მაგრამ ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, მის მიმართ ინტერესი იზრდება, რასაც "ოცნებაც" უწყობს ხელს და ამასობაში ხაზარაძის მოძრაობა დომინანტურ ძალად ყალიბდება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

ტასო
27 აგვისტო 2019 09:07
წასულიყავი და ბიძოს ბანკიდან გამოგეტანა უფასო ფული!
მიშა
27 აგვისტო 2019 07:52
ძალიან მიკვირს, ,,ექსპერტები'' ასე ერთხმად რომ უწინასწარმეტყველებენ ხაზარაძეს გარკვეულ წარმატებას.
რაღაც პროცენტებს არაერთი პარტია ისეც მიიღებს არჩევნებზე, ნულოვანი ბარიერის პირობებში.
მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მესამე ძალაზე მოთხოვნა არსებობს, ხაზარაძეს უწინასწარმეტყველო წარმატება, ცოტა დილეტანტიზმი მგონია.
ან ეს მოექსპერტო (ნეტავ, საიდან მოვიდა ექსპერტის თიკუნის მიკერება ამ ხალხისთვის) ელემენტები ხაზარაძეს ანიშნებენ, აგერ ვარ და დამინახეო.
საქართველო 2019.
26 აგვისტო 2019 19:00
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქვთ დანაშაული და ეს ბანკის ხელმძღვანელობისთვის დაუშვებელია, ბიძინა აქ არაფერ შუაშია, ბიძინას თავის ჭირი აქვს, ის სიტყაციას ვერ აკონტროლებს და ეს ქვეყნისთვის დამღუპველია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა