"მე უკვე ვიყავი ემიგრაციაში, მეორედ ვეღარ წავალ!" - კვირის პალიტრა

"მე უკვე ვიყავი ემიგრაციაში, მეორედ ვეღარ წავალ!"

"ლელო" არის მოძრაობა, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", -  ასე გააცნო საზოგადოებას, საკუთარი გუნდი წევრებთან ერთად, ახლახან დაფუძნებული მოძრაობა მამუკა ხაზარაძემ. როგორც უკვე ცნობილია მოძრაობის წევრები არიან იურისტი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე; იურისტი, ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი; უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი; რუსთაველის თეატრის ყოფილი მმართველი ზაალ ჩიქობავა; პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი; მსახიობი ირაკლი აფაქიძე; მხატვრები: გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი. მოძრაობის სამომავლო გეგმებსა და ორიენტირებზე ამჯერად მსახიობი ირაკლი აფაქიძე გვესაურება.

- ბატონო ირაკლი, თქვენ მამუკა ხაზარძესთან მეგობრობა გაკავშირებთ, მის ორგანიზაციაში გაწევრევა ამიტომ გადწყვიტეთ თუ მის პოლიტიკურ ორიენტირებს იზიარებთ? - ის ფაქტი, რომ მამუკა ჩემი მეგობარია და დიდი ხანია ვიცნობ, "ლელოში" გაწევრების ერთერთი ფაქტორი შეიძლება იყოს, თუმცა არა მთავარი! ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, ქვეყანაში არსებული ვითარებაა. უკვე სამი ათეული წელია, სხვადასხვა მოდიფიკაციით, მაგრამ დაახლოებით ერთიდაიგივე ტიპის პრობლემების წინაშე ვდგავართ. აქედან გამოსავალი უნდა მოინახოს თორემ თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნება.

- რა გაძლევთ იმის იმედს, რომ მამუკა ხაზარაძე სამი ათეული წლის განმავლობაში არსებულ რეალობას შეცვლის? - მარტო მამუკა ვერაფერს შეცვლის. ბევრჯერ ვენდეთ ერთი კაცის დაპირებას, რომ ქვეყანას ააშენებდა, მაგრამ ყველა ჯერზე პირიქით მოხდა. საბოლოო ჯამში, ჭაობში ჩაფლული ქვეყანა შეგვრჩა ხელში. ამ შემთხვევაში მე მაქვს იმ ადამიანების იმედი, ვინც მის გარშემო იკრიბება. მათ არ ამოძრავებთ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებით პირადი ამბიციების დაკმაყოფილება ან საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი. ეს სამშობლოსთვის გულანთებული ხალხია, მათი მთავარი მოტივაცია უკეთესი ქვეყნის მშენებლობაა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა კონკრეტული პიროვნებებისა თუ ჯგუფის სურვილებზე თუ ზრახვებზე. ყველას ყელში აქვს ამოსული ეს უმსგავსობა. მამუკა ხაზარაძე - ,ლელოს' პრეზენტაცია ჩვენ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არასდროს გვქონია. ყოველ მათგანს, გვაქვს საქმე, რომელი გვიყვარს. ყოველთვის მინდოდა, რომ ქვეყანაზე ზრუნვის მისიის დელეგირება პოლიტიკოსებისთვის მიმეცა. რათა მათ მოეგვარებინათ ქვეყანაში პრობლემები იმგვარად, რომ ცხოვრება კომფორტული თუ არა, ასატანი მაინც ყოფილიყო. სამწუხაროდ პოლიტიკოსები ამას ვერ ახერხებენ. რა ვქნათ, შევეგუოთ თუ გავიქცეთ სადმე? მე უკვე ვიყავი ემიგრაციაში, მეორედ ვეღარ წავალ! ამიტომ სხვა გზა არ არის. ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე ეს ტვირთი. იმედია, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვზიდოთ ეს ტვირთი ქვეყნის საკეთლიდღეოდ.

- მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დაპირებაც ზუსტად ასეთი იყო, ისინი ამბობდნენ, რომ ორიენტირებული იქნებოდნენ ქვეყანაში რეალურად არსებული პრობლემების მოგვარებაზე, თუმცა დღეს თქვენ მათი მმართველობის სტილს და მეთოდებს აკრიტიკებთ. რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი გუნდი დანაპირების შესრულებას შეძლებს?

- გარანტია, ჩვენს მოტივაციაშია. სააკაშვილისა და ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი მოტივი ძალაუფლების ხელში ჩაგდება, პირადი კეთილდღეობა იყო და არის. არ მინდა ისე გამიგოთ, რომ არ ვაფასებ, რაც აქამდე დადებითი გაკეთებულა ქვეყნისთვის, ნებისმიერი მთავრობის დროს. მაგრამ საბოლოო ჯამში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას და ბიუჯეტის ძარცვის ცდუნებას მაინც ვერავინ გაუძლო. ჩვენ სხვაგვარად გვესმის პირადი კეთილდღეობა, ჩვენთვის ეს პირველ რიგში ქვეყნის, მოქალაქეების კეთილდღეობა და ღირსებაა. რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ჩემი პირადი მაშინ იქნება დაკმაყოფილებული, როდესაც ძლიერ, თავმოყვარე, შეძლებულ ქვეყანაში ვიცხოვრებ ასევე ძლიერ, თავმოყვარე და შეძლებულ ადამიანებთან ერთად.

- თქვენი მოძრაობა "ლელო" მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი არ არის. არც ოპოზიციონერ ლიდერთა ნაწილი გიყურებთ ნდობის თვალით. დავით ჭიჭინაძემ ალიბაბა და თორმეტ ყაჩაღსაც კი შეგადარათ...

- ბატონ დათოს პატივს ვცემ. მისი პოზიცია ჩემთვის ცნობილია. ის ბანკებზე და ბანკირებზე "აცრილია", უკაცრავად ჟარგონისთვის, ეს ხუმრობით. გეთანხმებით, რომ მამუკა ხაზარაძე ასოცირდება "თიბისი ბანკთან", მაგრამ საქმე იმაშია, რომ მამუკა არ არის ბანკირი, არც არასდროს ყოფილა. ის ბიზნესმენი, უმაღლესი რანგის და კლასის მენეჯერი, ორგანიზატორი და ლიდერი. მამუკამ არამხოლოდ ბანკი, სხვა უამრავი ბიზნესი შექმნა. ხშირად უთქვამს, საბანკო ნიუანსები არც ვიცი და არც მაინტერებსო. ირაკლი აფაქიძე და მამუკა ხაზარაძე საბანკო ბიზნესი ააწყო, ახლა კი მისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რომელსაც ჰყავს თავისი პრეზიდენტი, მენეჯერები... მამუკა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომლის ფუნქცია დამფუძნებელთა და ინვესტორთა ინტერესების კონტროლო და დაცვაა და არა ბანკის საქმიანობაში მონაწილეობა. მაგალითისთვის გეტყვით, რადგან "ლისი დეველოპმენტი" მისი პროექტია, ანუ რადგან ლისზე პრესტიჟული უბანი შენდება, ამიტომ მამუკა ხაზარაძე მშენებელია?!

- თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით ის მევახშეა. როგორ აპირებთ ამ იმიჯის შეცვლას?

- მესმის, რომ შავი პიარი მუშაობს, და კიდევ უფრო მძაფრად ამუშავდება მომავალში. მაგრამ, ჩვენ ამის არ გვეშინია! რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ხალხს უნდა ავუხსნათ და ყოველ ადამიანთან უნდა მივიტანოთ ეს სიმართლე. მაგალითად, იცით რომ არსებობს ბოლო ათი წლის დოკუმენტაცია და კვლევა, რომ "თიბისი ბანკს" არც ერთი ადამიანი არ გამოუსახლებია? და მრავალი სხვა... ასე რომ, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც "შავ პიარშიკებს" ჰგონიათ!

- ალბათ მართლაც ბევრი რამის დამტკიცება მოგიწევთ, თუნდაც იმ ფულის წარმომავლობის, რომლითაც ხაზარაძემ საბანკო სისტემა ააწყო. საზოგადოებაში ამ ფულის "ბნელ წარმომავლობაზეც" ბევრს საუბრობენ.

- მამუკას ბავშვობდიან ვიცნობ. მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი. 25 წლის ბიჭი იყო, როდესაც ბიზნესს მოჰკიდა ხელი. რაც შეეხება ბანკს, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა. მაშინ ბანკის დაფუძნებას ხუთასი დოლარი სჭირდებოდა. თუმცა ეს მცირე თანხაც კი პრობლემა იყო მისთვის. როგორღაც მოახერხა ამ ფულის შეკოწიწება... მესმის, რომ დღეს ბევრს არ სჯერა ამის. გასაგებიცაა, არ არის ადვილი დასაჯერებელი. მაგრამ მე ამის ცოცხალი მწომე ვარ, ასე ვთქვათ, ცოცხალი მემატიანე... მამუკასთვის, ბევრისგან განსხვავებით, არც ბაბუას დაუტოვებია კომუნისტების დროს ნაშოვნი ქონება და არც კალაშნიკოვით სირბილში უშოვია ფული. მამიმისი ერთი უბრალო ინჟინერი კაცი იყო. თავისი შრომით და ნიჭით შექმნა ყველაფერი.

- თუმცა ის ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდ ლავირებას, შევარდნაძიდან დაწყებული ივანიშივილის ჩათვლითაც კი, ვიდრე კვირიკაშვილი პრემიერის პოსტიდან არ გაათავისუფლეს. როგორ გგონიათ, ხაზარაძეს პირადად რომ არ შეჰქმნოდა პრობლემები ხელისუფლებასთან, მიიღებდა პოლტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში არსებულ მანკიერებებზე ხმამაღლა დაიწყებდა საუბარს?

- როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ბიზნესს აწყობ, ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს ქმნი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაქვს გარკვეული ვალდებულებები, აუცილებელია ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, არ არის მართებული ასეთ დროს ქუჩაში გამოვარდნა და ხელისუფლების გინება. თუ ამის გაკეთება გინდა, მაშინ, ბიზნესს თავი უნდა დაანებო, წახვიდე პოლიტიკაში და იქიდან თქვა, რაც არ მოგწონს. რაც ამ შემთხვევაში გააკეთა მამუკამ. ის ბიზნესიდან წამოვიდა და სრულად განთავისუფლდა იმ ვალდებულებებისაგან, რაც ბიზნესში ჰქონდა და რასაც მაშინ ვერ დაარღვევდა. რატომ დღეს და არა მაშინ? პრობლემები და ნეგატივი ნელ-ნელა გროვდება, წვეთწვეთად. რაღაც მომენტში, დგება კრიტიკული მომენტი, როცა ეს ყველაფერი გაუსაძლის კონდიციას აღწევს. დგება გადაწყევტილების მიღების დრო. მამუკასთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისთვის, არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა კომფორტი კი არა, სტრესია. მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ არის. პოლიტიკოსს, რომელსაც ფულს ვუხდიდი იმისთვის, რომ პრობლემები მომიგვაროს, აქეთ მიქმნის პრობლემებს. ბევრს ხომ არ ვითხოვთ, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. ქვეყანაში ისეთი ვითარება შექმნეს, რომ ყველა გაქცევაზე ფიქრობს. ახალგაზრდები კი არა, ლამისაა, ამ ხნის კაცი დავფიქრდე უკვე ამაზე. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ახლა გვაქვს, დაბერებაც კი საშიშია.

- თქვენ უკვე იყავით წასული, მაგრამ დაბრუნდით... - 14 წელი ვცხოვრობდი ევროპაში. სხვათ აშოირის სააკაშვილის მმართველობის დროს ჩამოვედი. დავინახე, რომ ქვეყანა ამოძრავდა, წესრიგის დამყარება დაიწყო... იმედი მომეცა, ჩამოვედი, შვილების ჩამოყვანაც მინდოდა, მაგრამ მერე ისეთი ამბავი დაიწყო, დედა შვილს არ იყვანდა ხელში... ახლა კიდევ მთლად ჭაობში ვეფლობით, და ასე....

- არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში თქვენი როლი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ჩემს სფეროში ბევრი სასარგებლო და ინოვაციური ინიციატივების შეთავაზება შემიძლია. ევროპაში 14 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე. ალბათ, სხვა საკითხებშიც შემიძლია, ჩემი წვლილის შეტანა.

- თქვენი გუნდის ლიდერი, ყველაფრის მიუხედავად არ გამოირჩევა მკვეთრად ოპოზიციური განცხადებებით. რამდენად შესაძლებელია, რომ წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ტიპის ალიანსში შეხვიდეთ? - ორ პოლიტიკურ ძალასთან "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის ალიანსი, ჩემი აზრით, გამორიცხულია. დანარჩენ პარტიებთან, (არჩევნებამდე კიდევ შეიქმნება არაერთი პოლიტიკური პარტა) ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვითანამშრომლებთ.

- თქვენი გუნდის ერთერთი გზავნილი ასეთია "ვიმოქმედებთ ისე როგორც ქვეყანას დასჭირდება". რამდენად შესაძლებელად მიიჩნევთ, რომ ერთ დღეს ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო მიიჩნიოთ თქვენს მიერ უკვე დეკლარირებული საგარეო ვექტორის შეცვლა?

- გამორიცხულია, ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არასდროს გადაიკვეთება!

- თქვენს პროფესიულ საქმიაონაში თუ არის რაიმე ტიპის სიახლე? - დიახ, არის. ამჯერად ვმონაწილეობ ისტორიულ სერიალში, რომელიც მე17 საუკუნის თურქულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება. გადაღებები სტამბოლში მიმდინარეობს და დროდადრო გამგზავრება მიწევს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ხელს არ შემიშლის ჩემი ახალი საქმიანობის განხორციელებაში .

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი, როდესაც მისი ფოტოც არ მოიძევებოდა ბუნებაში, სააკაშვილის ყველაზე დიდი დამფინანსებელი იყო"

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)