პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

"დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს ! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!",-წერს პრეზიდენტი.

იხილეთ ასევე: "მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია" - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ