"მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოში ემიგრირებულ ქართველებს..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
"მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოში ემიგრირებულ ქართველებს..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვირუსთან დაკავშირებული კრიზისი აუცილებლად გადაილახება.
ჩვენ უკვე დღეს უნდა ვფიქრობდეთ პოსტ-კრიზისულ ჟამზე, როდესაც დიდი ალბათობით მსოფლიო ეკონომიკას დაუდგება დიდი დეპრესიის პერიოდი.
ამ დროს პირველი რიგის ამოცანა იქნება ქვეყნის ეკონომიკური და პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სრულიად აშკარაა, რომ ახალი გამოწვევების პირისპირ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს გრძელვადიანი ავტონომიური ფუნქციონირების რესურსი.
ჩვენ აღსადგენიც ბევრი არაფერი გვექნება, რადგან არც გვქონია. ამიტომ უნდა ავაშენოთ
ახალ ფუნდამენტზე სრულიად ახალი სისტემა, ზუსტად ისეთი და იმ ზომის, რაც ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება, ყოველგვარი "სამომხმარებლო ბულემიის" გარეშე.

ისმის კითხვა - რა რესურსებით შეიძლება ამის მოხერხება?
ბუნებრივია, ჩვენ კარგა ხანს ვერ გვექნება უცხოური ინვესტიციების იმედი. ყველა საკუთარი პრობლემით იქნება დაკავებული.

მე მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოში
კეთილდღეობის და თავისუფლების მაძიებელ ემიგრირებულ ქართველებს. მათ ახლა თვალნათლივ უნდა დაინახონ, რომ ამ სიკეთეების გეოგრაფიული ძებნა ილუზიაა. უნდა დავბრუნდეთ და ჩვენს სამშობლოში, ჩვენივე ხელით, ჩვენივე ნიჭით და რესურსებით ვაშენოთ და მოვიპოვოთ სამაგალითო კეთილდღეობა და თავისუფლება", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)






ალექს
27 მარტი 2020 16:44
ინვესტიცია მოვა, თუ მოიყვან , მუშა ძალა არ წავა , წავიდა კია , ეძებე ახლა ქარი მინდორში , არადა ნაცქოცმოქკავშირი უდა წასულიყო სატელიტებიანად და აზრდლაგებული მუშა ძალა დარჩენილიყო !
ინვესტიციის იმედი არა გქონდეთო , ყველა მისი საქმით იქნება დაკავებულიო-დიახ, ასეთი დიდი საქმეა კაპიტალის ექსპორტი იქიდან, სადაც მისი სიჭარბეა , იქით სადაც მისი დეფიციტია , მაგრამ დემოკრატიაა, თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკაა , გამჭვირვალე საგადასახადო და სამართლის სისტემებია და განათლებული, დისციპლინირებული სამუშაო ძალაა
აფხაზი
21 მარტი 2020 09:33
ეგ "ეკონომიკა" დაამხობს ხუნტის აგენტურას და მერე კი მოგვიწევს ნულიდან აშენება, ასეცაა დაწერილი
GINO
20 მარტი 2020 01:29
ძნელია 100% არ დაეთანხმო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები