"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო" - რას წერს საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ნიკა მელია?
"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო" - რას წერს საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ნიკა მელია?
საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცახდებით სააფთიაქო ქსელში საქართველოში წარმოებული პირბადე 50 თეთრად გაიყიდება.

"სახელმწიფოს ერთი პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თითო ცალი პირბადე აფთიაქებში გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას და პრაქტიკულად ნახევარი თვითღირებულებით - 50
თეთრად იქნება ეს პირბადეები ხელმისაწვდომი", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოსი წარმოებული პირნადეების მიმართ საზოგადოების აზრი არაერთგვარონია, კრიტიკოსების დიდი ნაწილი პირბადეს
ვიზუალს უწუნებს. მათ შორის არის  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხზე პოსტი დაწერა:

"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო, სტერილური მაინც იქნება. საინტერესოა, თვითონ მინისტრები, პარლამენტარები, გუბერნატორები სხვადასხვა ბრენდის, სტილისა და ფერის პირბადეებით რომ
ჩანან ეკრანებზე, ამ ნაფლეთს გაიკეთებენ?"
- წერს ნიკა მელია

ინფორმაციისთვის, სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები გასაყიდად უკვე შევიდა.



zaza
12 აპრილი 2020 11:21
ბატონო ნიკანორ მელიავ! მარლა მარტო შენ კი არა, სხვა თანაპარტიელებსაც და თანამოაზრეებსაც მოახვიე თავზე, რომ ხალხმა დაისვენოს თქვენი ურაპატრიოტი სახეების დანახვისგან.
ზურა
10 აპრილი 2020 17:24
ჰო, აბა თქვენ იცით. აღსრულების ბიუროში მომუშავე ნიკა მელიას, რომელიც 2008-2012 წლებში ხალხს სახლებიდან აგდებდა, ჰკითხეთ პირბადის შესახებ და ვირუსოლოგების და ეპიდემიოლოგების აზრი არ მოისმინოთ! რა იცის მელიამ, საჯაროდ, სრულიად უსაფუძვლოდ რომ აკრიტიკებს სტანდარტების შესაბამის პროდუქციას!
მაია
10 აპრილი 2020 12:44
ეხლა კრიტიკის და პოლიტიკური გარჩევების დრო ნამდვილად არ არის. თუ რამე შეგიძლიათ პოზიციას თუ ოპოზიციას, დაუდექით ხალხს გვერდით.

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები