უძრავი ქონება, წილები კომპანიებში, ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობს სამი მოწვევის მილიონერი პარლამენტარი? - კვირის პალიტრა

უძრავი ქონება, წილები კომპანიებში, ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობს სამი მოწვევის მილიონერი პარლამენტარი?

რაჭა - ლეჩხუმ - სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მას მერე მოექცა, რაც კორონავირუსული ინფექციით არაერთი ადამიანი დაავადდა ლენტეხის რაიონში, რომლის გარკვეულ პერიოდით ჩაკეტვაც გახდა საჭირო.

ის, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთა უმრავლესობა, საკანონმდელობლო ორგანოში დიდი აქტიურობით არასდროს გმოირჩეოდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ის უკვე სამგზის მე-7, მე-8 და მე-9 მოწვევის პარალამენტის დეპუტატია. სამჯერვე მაჟორიტარი გახლდათ, თუმცა პირველ 2 შემთხვევაში პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, მესამედ კი უკვე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. როგორც ამბობენ, მას სავარაუდოდ, მომავალ პარლამენტშიც ვიხილავთ. ის კვლვაც მმართველი პარტიის მაჟორიტაორებისთვის იბრძოლებს. მისი "მარადიული დეპუტატობის" საიდუმლო კი მის ქონებაშია.  სხვადასხვა მონაცემებით, გოჩა ენუქიძის ქონების ღირებულება დაახლოებით, 5 181 800 ლარია. ის, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია ხოლმე. მაგალითად, 2017 წლის 1, სექტემბერს მან "ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივლისს კი 55 000 ლარი. მანვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" 60 000 ლარით დააფინანსა.

მოდით ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ქართველ პარლამენტართა შორის ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი, გოჩა ენუქიძე?

მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 21 ივნისს შეავსო, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ  მას ჰყავს მეუღლე -  დეა მელაძე და და 2 შვილი - თინათინი და გიორგი.

უძრავი ქონება

გოჩა ენუქიძე ფლობს 346,78 კვ.მ ფართობის საცოხვრებელ სახლს ამბროლაურიში, რომელიც მიწის ნაკვეთთან ერთად 2018 წელს შეიძინა. 2398 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთს ასევე ამბროლაურში, რომელშიც 2018 წელს 125 000 ლარი გადაიხადა. აგარაკს ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს ააშენა და 200 000 ლარი დაუჯდა. ასევე, მემკვიდრეობით მიღებულ 136 კვ.მ ფართობის საცოხვრებელ სახლს თბილისში, 169 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული, 643 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, დიღომში, 169 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელშიც გადახდილია 30 000 აშშ დოლარი, 65,8 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომელიც 2016 წელს 160 000 ლარადაა შეძენილი, კიდევ ერთ ბინას თბილისში, რომლიც 2002 წელს 27 600 ლარად შეიძინა.

დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 1018 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ამბროლაურში, რომელიც 2007 წელს ნასყიდობის სახით აქვს აღებული და გადახდილია 10 485 ლარი, ბინას წყნეთში, რომელშიც 2009 წელს გადახდილია 18 600 ლარი. ასევე, 43 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 35 084 ლარადაა შეძენილი, კიდევ ერთ, 22,6 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს, რომლის ღირებულება 17 542 ლარი იყო. კიდევ ერთ ბინას, რომელშიც 2016 წელს გადახდილია 494574, 01 ლარი. ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Porshe Cayenne GTS, რომელშიც 2016 წელს 120 000 ლარია გადახდილი.

ფასიანი ქაღალდები

გოჩა ენუქიძეს წლების განმავლობაში შეძენილი აქვს ფასიანი ქაღალდები, მათ შორის ემიტენტი არის ლიბერთი ბანკი, სადაც ენუქიძე  1 201 278 ლარის ფასიან ქაღალდს ფლობს, რაშიც ჯამური გადახდილი საფასურია 41 238 ლარი. ფასიანი ქაღალდები აქვს შეძენილი ასევე Bank of Georgia Group PLC-ში, რომელთა რაოდენობაა 4 500 და რომელშიც გადახდილი აქვს 62697,64 გირვანქა სტერლინგი. ენუქიძეს ფასიანი ქაღალდები შეძენილი აქვს TBC Bank Group PLC-შიც, მათი რაოდენობაა 3400,  ჯამური ფასი კი 48 453,86 გირვანქა სტერლინგია. 5 000 რაოდენობის ფასიანი ქაღალდები აქვს Georgia Healthcare Group PLC-ში, რომელთა ჯამური ოდენობაა 10 511,4 გირვანქა სტერლინგი და 3000 ფასიანი ქაღალდი Georgia Capital PLC-ში, მათი ჯამური ოდენობა კი 30 811,46 გირვანქა სტერლინგია. გოჩა ენუქიძე

ფინანსური ანგარიშები

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის ფინანსურ ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში "საქართველოს ბანკის" "ინფინიტ ბარათზე" ერიცხებოდა 37946,76 ლარი, 930 ევრო და 4974,83 აშშ დოლარი. "თიბისი" ბანკის "ერთგული ბარათზე" ერიცხებოდა 12 522,5 ლარი, ხოლო "თიბისი" ბანკის კიდევ ერთ ბარათზე, 58 537,31 ლარი, 45 63,07 ევრო და 300 182,78 აშშ დოლარი. ხოლო "გალტ ენდ თაგართის" საბროკერო ანგარიშზე 130,04 გირვანქა სტერლინგი.

გოჩა ენუქიძემ 2018 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 53 580 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გოჩა ენუქიძეს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე ჰქონდა 27 500 ევრო, ხოლო შემოსავალი მიიღო 412,5 ევრო. "თიბისი" ბანკში ჰქონდა 300 000 ევროს ოდენობის სესხი, ხოლო ამ სესხის გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 106849,54 ევრო. საანგარიშო პერიოდში ტრანსპორტის დაზღვევისთვის, მისმა გასავალმა შეადგინა 1905 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, საანგარიშო პერიოდში გოჩა ენუქიძემ ვაჟიშვილის სწავლის საფასური გადაიხადა 2 950 ლარი, ოჯახის დასვენების და სამოგზაურო ხარჯი ჰქონდა 25 000 ლარი, პირადი მოხმარების საგნებისთვის (ავეჯი, ინტერიერი) დახარჯა 50 000 ლარი, მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო შემოწირულობის სახით მან დახარჯა 60 000 ლარი.

წილები კომპანიებში

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის მონაწილეობას სამეწარმეო საქმინობაში, დეკლარაციის თანახმად, ის არის შპს გალაქსი ინვესტის 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა საანგარიშო პერიოდში ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია. ის არის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის 20%-აინი წილის მფლობელი. ასევე, ფლობს შპს იბერკომპანის 100%-იან წილს, შპს ალიანს მოტორს-თბილისის 12,5%-იან წილს, შპს კასლეთი 1-ის 45%-იან წილს, შპს არქი თაუერის 25%-იან წილს. მას რამდენიმე შპს-ში მინდობილობის სახით დადებული აქვს ხელშეკრულება. შპს-ების უმეტესობაში კი, დეკლარაციის მიხედვით, ის ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა.

გოჩა ენუქიძემ 2018 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 53 580 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გოჩა ენუქიძეს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე ჰქონდა 27 500 ევრო, ხოლო შემოსავალი მიიღო 412,5 ევრო. "თიბისი" ბანკში ჰქონდა 300 000 ევროს ოდენობის სესხი, ხოლო ამ სესხის გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 106849,54 ევრო. საანგარიშო პერიოდში ტრანსპორტის დაზღვევისთვის, მისმა გასავალმა შეადგინა 1905 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, საანგარიშო პერიოდში გოჩა ენუქიძემ ვაჟიშვილის სწავლის საფასური გადაიხადა 2 950 ლარი, ოჯახის დასვენების და სამოგზაურო ხარჯი ჰქონდა 25 000 ლარი, პირადი მოხმარების საგნებისთვის (ავეჯი, ინტერიერი) დახარჯა 50 000 ლარი, მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო შემოწირულობის სახით მან დახარჯა 60 000 ლარი.

მეუღლის ქონება

გოჩა ენუქიძის მეუღლე, დეა მელაძე ფლობს 2385 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელიც 2016 წელს საჩუქრის სახით მიიღო, კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელშიც 2000 წელს 6000 ლარია გადახდილი, 1300 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელიც 2006 წელს 23 563 ლარადაა შეძენილი. დეა მელაძის საკუთრებაშია 750 კვ.მ ფართობის აგარაკი საგურამოში, რომელიც 2000 წელს მისმა მეუღლემ ააშენა და 500 000 დოლარი დაუჯდა. მელაძე ფლობს 250 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელიც 2015 წელს 25 000 ლარადაა შეძენილი. ენუქიძის მეუღლის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Toyota LandCriuser, რომელიც 2016 წელს 55 000 ლარადაა შეძენილი.

რაც შეეხება ენუქიძის მეუღლის საბანკო ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში, დეა მელაძეს "საქართველოს ბანკის" "ინფინიტ ბარათზე" ერიცხებოდა 670,21 ლარი, ხოლო იმავე ბანკის ანაბარზე ჰქონდა ჯამში 958 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, დეა მელაძე არის შპს გამას 25%-იანი წილის მფლობელი, საიდანაც შემოსავალი ჰქონდა 0 ლარი, ხოლო მითითებულია, რომ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.

შვილების ქონება

გოჩა ენუქიძის ქალიშვილს, 23 წლის თინათინ ენუქიძეს "საქართველოს ბანკის" "ინფინიტ ბარათზე" საანგარიშო პერიოდში ერიცხებოდა 1493,16 ლარი. ის არის შპს ევრო ტესტის 25%-იანი წილის მფლობელი, საიდანაც შემოსავალი მიიღო 0 ლარი. ასევე შპს ჯგუფი ბაფის ერთ-ერთი პარტნიორი, შპს იბერკომპანის და შპს იბერვაინის დირექტორი, შპს რივერსაიდ დიღომის დირექტორი, შპს სქაი ბათუმის დირექტორი და შპს ვიემ მაშინის დირექტორი. დეკლარაციის მიხედვით, თინათინ ენუქიძემ შპს "იბერკომპანის" ფინანსური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე ანაზღაურების სახით აიღო 400 ლარი, ხოლო შპს იბერკომპანის დირექტორის თანამდებობაზე 21 000 ლარი.

გოჩა ენუქიძის ვაჟი, 21 წლის გიორგი ენუქიძეს სასტუმროში Ramada Encore Tbilisi, ასისტენტის პოზიციაზე ანაზღაურების სახით აღებული აქვს 2200 ლარი.

იხილეთ ასევე: ჩინოსნები სახლების გარეშე - ვინ არის ყველაზე მდიდარი "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტში

(სპეციალურად საიტისთვის)