"საკმაოდ დიდი თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული, მაგრამ მერე..." - რას აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"საკმაოდ დიდი თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული, მაგრამ მერე..." - რას აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილზე?

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის განაცხადა:

"როცა პრემიერი ვიყავი, საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული რაღაც პერიოდის განმავლობაში. მერე მას აღარ მოეწონა რაღაცები და ჩაერია ძალიან აქტიურად უკვე და დაბრუნდა პოლიტიკაში, ახლა ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე დაიქცა ქვეყანა და მერე გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ თუ დააკვირდებიან ადამიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს საქმე.  რაც შეეხება იმ აზრს, რომ "იუნისეფის" კვლევას შევეწირე, არ მგონია, ამაზე ღირდეს საუბარი, მიზეზად ამის მოტანა, არ მგონია, იყოს სერიოზული"

იხილეთ ასევე: რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე?