"ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, ამასთანავე გახარია არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას"
"ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, ამასთანავე გახარია არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას"
ყველა ინტერესით ელის, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები და როგორი იქნება საარჩევნო სია. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში პირველი პრემიერი გიორგი გახარია იქნება… - ამ საკითხზე გაზეთ“კვირის პალიტრასთან“ ისაბრა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მოდი, თავშივე ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთი ადამიანი, ანუ ეს პოლიტიკური ძალა უდრის ბიძინა ივანიშვილს. ამ ეტაპზე გაჩნდა ახალი ფაქტორი - გახარია, რომელიც სიის პირველი ნომერი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს ერთჯერადი გამოყენების
ორთქლმავლის როლს. მისი კარიერის პერსპექტივაზე ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვარ. ბიძინა ივანიშვილს ახლა მის მიმართ აქვს კოგნიტური დისონანსი. ერთი მხრივ ის ხვდება, რომ მას ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, მეორე მხრივ გახარია, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტი, არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას". შესაბ
ამისად, გახარია იქნება მთავარი ფიგურა ამ არჩევნებზე, შემდგომ კი შედარებით რბილი ან შესაძლოა მძიმე ფორმით, გაუშვებენ.

წაიკითხეთ გაზეთ“კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი გაზეთის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
...
22 ივნისი 2020 20:45
kvela partiam kargad icis gaxarias ramxela ndoba aqvs xalxis amitom tkvila nu shewuxdebian tavsatexvit
დავიდუსი
22 ივნისი 2020 20:32
ჩემი აზრით გახარია არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,ყველაზე ძლიერი პრემიერ, რამდენადაც შესაძლებელი იყო,ამ შემთხვევაში ,მაქსიმალურად გახდა დამოუკიდებელი,ბიძინას დიდი შეცდომა იქნება,გახარიას გაშვება უახლოეს დროში,გახარიას რეალურად შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ალტერნატიული ძალა,რომელსაც ხალხი მხარს დაუჭერს.
kote
22 ივნისი 2020 17:32
მემგონია რომ არჩევნებში ოცნება დამარცხდება. წესით მათი მთავარი მიზანია უნდა იყოს პარლამენტში რომ იყონ წარმოდგენილი 15-20 დეპუტატით, რომ როგორც პოლიტ პარტიამ მოღვაწობა გააგრძელოს.

პ.ს მაგრამ ძნელია როგორც პარტიამ ოცნებამ დროს გაუძლოს, ეს ხომ ბიძინაზე დამოკიდებული პარტიაა. ბიძინა დღეს რომ წავიდეს პოლიტიკიდან. პარტია იმ წამს დაიშლება. იდეისთვის მებრძოლი ხალხი და პოლიტიკოსები იმ პარტიაში ხომ არარიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?