"სანიკიძის ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი" - რას იზამს ჰუბერტ ქნირში?
"სანიკიძის ბრალდებებს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი" -  რას იზამს ჰუბერტ ქნირში?
ფოტო:შალვა ნათელაშვილი, ჰუბერტ ქნირში, გუბაზ სანიკიძე
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეულ ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რურუა შეთანხმებაში არ არის მოხსენიებული და ეს ყველას შეუძლია წაიკითხოსო, რასაც ოპოზიციის მწვავე განცხადებები მოჰყვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობსო და დასძინა: "გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი", ხოლო გიგა ბოკერიამ ბრძანა: "თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში
დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს". - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს ჩვენი უცხოელი დიპლომატების შეფასებები არ მოსწონთ და ასეთ მწვავე, მეტიც, არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ. ეტყობა, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ ყოვლად დაუსაბუთებელ
ბრალდებებს. ეს იგივე შეურაცხყოფაა. უარგუმენტო, ცრუბრალდებისთვის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში განმცხადებელს სამართლებრივ პასუხს სთხოვენ, ჩვენთან კი არავინ ისჯება. სანამ საქართველოშიც სამართლებრივი მოთხოვნები არ დადგება დღის წესრიგში, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ კარგია, რომ მმართველმა პარტიამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადა.
რამაზ საყვარელიძე
ამას წინათ დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძის ბრალდებებს თვითონ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი, შესაბამისად, სანიკიძეს უკან დახევამ მოუწია.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ასეთივე განცხადებები გვესმის მმართველი პარტიის წევრებისგანაც. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ ბრალდებებს, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი თუ ევროპარლამენტარი "ნაციონალურ მოძრაობაზე" მუშაობს და შესაძლოა გახვეული არიან კორუფციაში. ხელისუფლებას უფრო მეტად მოეთხოვება წარმოადგინოს ამგვარი შეფასების დამაჯერებელი არგუმენტები ან უარი თქვას ამგვარ ბრალდებებზე.


სანდრო
30 ივნისი 2020 10:35
ერთი მაინტერესებს, არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა მაჯლაჯუნა პოლიტიკოსებისგან განთავისუფლდეს და ჯანსაღი ძალა გამოჩნდეს, რომელთათვის პოლიტიკოსობა ბიზნესი კი არ იქნება, არამედ სამსახური - ამ შემთხვევაში ქვეყნის სამსახური.
მეორე - შთაბეჭდილება მრჩება, დასავლეთს არ მოწონს ორ ვადაზე მეტი ხნით პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა, თუმცა მგონი საერთოდ არ აინტერესებთ, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ხელისუფლება, უნდა თუ არა ხალხს წარსულში დაბრუნება და ოდიოზური პერსონები ხელისუფლებაში.
ზურაბი
29 ივნისი 2020 12:57
ნათელაშვილისგან ასეთი უტიფრობა არ გამკვირვებია ის პროვინციული მენტალობის პოლიტიკოსია უფრო პოლიტვაჭარია აი ბოკერიასგან ნამდვილად არ მოველოდი მსგავსს ,რადგან მისი რეიტინგი ქვეყნის შიგნით ბოკერიას იძულებულს ხდის გათვლა სზღვარგარეთზე გააკეთოს მთელი ძალა და იმედები საზღვარგარეთის გავლენების გამოყენებაზე დახარჯოს მან კი რა უთხრა ხალხს განა საზღვარგარეთიდან ვინც რას იტყვის ყელა ჭეშმარიტებას ღღადებსო მან იმ ტოტს დაჰკრა ცული რომელზეც იჯდა და მოსალოდნელია ეს ტოტი ოქტომბერში თავში დაეცეს
taso
29 ივნისი 2020 12:57
რა არის გასაკვირი რომ ზოგი ამერიკელი კონგრესმენი კორუფციაში რომ არის გახვეული,როცა მართლა ხმა ქონდათ ამოსაღები შემძვრალები იყვნენ სოროში,დღეს ისეთი აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი საქართველოში არაფერი არ ხდება რაც ათიოდე წლის წინ ხდებოდა,მაგრამ მაშინ რატომღაც ხმას არ იღებდნენ,ცოტა არ იყოს გასაკვირია,ასე არ თვლით?

რუბრიკის სხვა სიახლეები