"თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად"
"თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც ცნობილია, მელია შეხვედრების გასამართად პარტიის წევრებთან ერთად კიევში ორი დღის წინ გაფრინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად უკრაინაში წავიდნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს,
"ნაციონალური მოძრაობისთვის" გადამწყვეტი უმრავლესობისთვის გადამწყვეტია სააკაშვილის ფაქტორი, რომლისთვისაც მიუღებელია საპარლამენტო ცხოვრება.

- სააკაშვილს თავიდანვე ჰქონდა ასეთი ამოცანა - "ნაცმოძრაობას" ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით უნდა აეღო. ეს ამოცანა ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა
ვერ შეასრულეს. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილიც შეიცვლის აზრს და რადგან თუ ოპოზიციის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, პარტიის იმ წევრებს, ვინც მას ემორჩილებიან, პარლამენტში შესვლის უფლებას მისცემს. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი უკვე ისედაც შესულია. ვფიქრობ, პარტიისთვის სირცხვილია, როცა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სათავეში ყოფნისასაც მიიღო პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ესენი კიდევ გაიძახიან, არ შევალთო.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა როგორც ზეპარტიული ლიდერი - მისი მიმართ კეთილგანწყობას ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერებიც კი ინარჩუნებენ, ვინც "ნაცმოძრაობას" მწვავედ დაუპირისპირდნენ. მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ ითანამშრომლებს მელიასთან, მაგრამ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან".
- გიდასტურებთ, რომ ასეთი განწყობა ოპოზიციის ნაწილში ნამდვილად არის, რაც კულუარულადაც მოვისმინე. როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, ვითანამშრომლებ მელიასთან, მაგრამ არა "ნაციონალურ მოძრაობასთანო", ეს ასე იშიფრება: ვითანამშრომლებ მელიასთან და არა სააკაშვილთანო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად. ციხიდან გამოსული მელიას საუბარს თუ დავაკვირდებით, მან სცადა არავინ გაელანძღა, ყოფილიყო მაქსიმალურად კორექტული. ის ცდილობს მართლაც წარმოჩნდეს როგორც საერთო-ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჭკუას ჰკითხავენ. ამ როლს ის ჯერჯერობით კარგად თამაშობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას ამგვარი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება სააკაშვილთან დაპირისპირების გარეშე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა რიგმა ქმედებებმა მელია უხერხულ ვითარებაში ჩააგდო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა არც ციხეში ჩაჯდომა და არც თავდაპირველად გირაოს გადახდაზე უარის თქმა. ის ოპოზიციური დღის წესრიგით იქცეოდა ასე, საბოლოოდ კი ოპოზიციის ლიდერები თავის პოზიციებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კარნახით ისე იცვლიდნენ, რომ მელია აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა.

საბოლოოდ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის ხელისუფლებამ, ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვიძლია დასავლელი პარტნიორების გარეშე.
ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იყო იმ ფირის ნახვა, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში დამნაშავეებივით იდგნენ შარლ მიშელის წინაშე.

იქ ყველაზე ღირსეულად ქვეყნის პრეზიდენტი ჩანდა. სახელმწიფოს თავმოყვარეობა იმაში მდგომარეობს, რამდენად დამოუკიდებელია ის გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენმა პოლიტიკოსებმა კი ქვეყანას ამის საშუალება წაართვეს. იხილეთ სრულად

VVV
18 მაისი 2021 13:29
ორი ჩიტი
ქართველი ბებო
17 მაისი 2021 16:22
ჩემი სიკტილი! მელიას კაი მარა სადღაა შიშას ღიპი????

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები