მიმართვა გახარიასადმი და მიხეილ ცაგარელის აპოკალიფსური "პროგნოზების" "მოდელირებული" ქრონიკა
მიმართვა გახარიასადმი და მიხეილ ცაგარელის აპოკალიფსური "პროგნოზების" "მოდელირებული" ქრონიკა
დღევანდელ "პროვოკაციას" პრემიერისადმი მიმართვით ვიწყებ. გახარია, კი იცი, ფავორიტი პოლიტიკური ფიგურა რომ ხარ, მაგრამ თუ არ გინდა, ხალხის ნდობა და პატივისცემა დაკარგო, მარნეულ-ბოლნისის თემები არ დატოვო უყურადღებოდ! აქ, დანარჩენ საქართველოში არავინ გრჩებათ დაუჯარიმებელი, ვინც წესებს არღვევს და ქვემო ქართლში პოლიტსურნელით გამორჩეულ კრიმინალურ აქტებს კი რაღას ეფერებით! თუ იქაურ ქვაკეტიან ხალხს სამართალმა არ მოჰკითხა, მაშინ აქაც ნუ დააჯარიმებთ სამიათასლარიანი "შტრაფებით". ხალხს ისედაც გადაღონებული აქვს გული შერჩევითი სამართლით და თუ პასუხისმგებლობაა, ერთნაირი
იყოს ყველასთვის.

გასულ კვირას ყველა აპოკალიფსის, ბიბლიის, ესქატოლოგიის და ვარსკვლავთმრიცხველობის ექსპერტი გავხდით. ილონ მასკის მანათობელმა "ქარავანმა" ცაზე ისეთი ფურორი მოახდინა, არიქა, ვინც პირველ დღეს ვერ ვნახეთ, "ბისზე" ეგებ იყოსო... აი, მაგის მერე დაიწყო, თუ დაიწყო მკითხაობა და პარალელების გავლება მიხეილ ცაგარელის ყოვლადსარწმუნო ტყუილებსა და გასული
წლების ბილ გეიტსის ნათქვამს შორის. ფრიად "განათლებულმა" ერთმა "ფეისბუკელმა" თქვა, - ბილ გეიტსი ამბობდა, 2005-ში მოსახლეობის რაოდენობა უნდა შემცირდეს 16 პროცენტით და იმავეს ამბობს ჩვენი მიშაცო! ანუ 7 მილიარდიდან 6 მილიარდი რომ უნდა მივსიკვდილდეთ, ეგ ყოფილა ბილ გეიტსის ნათქვამი, ანუ 7 მილიარდის 16% ყოფილა 6 მილიარდი... და იცით, ეს როგორ დაადასტურა? 16-სა და 6-ს საერთო ციფრული ნიშნული 6 აქვსო! იცოცხლეთ, მე მაგ დიდებული მოაზროვნის მათემატიკის მასწავლებელი მოვიკითხე დიდი ამბით! განა ცუდად, უბრალოდ, შემეცოდა, ეს კაცი მის მიერ დავალებულ ამოცანებსაც ამ ლოგიკით თუ ხსნიდა და ჯიუტად ამბობდა, რომ 16 ტოლია 6-ისო!

კარგი, ვთქვათ და ვიღაც უვიცის არითმეტიკა არაა ანგარიშში ჩასაგდები, მაგრამ ეს "წინასწარმეტყველი", მნიშვნელობა არა აქვს, რომელი იქნება, რომ გამოდის ტელევიზიით და ათას ზღაპარს გვიყვება, ამ დაზაფრულ ხალხს კიდევ ეგ უნდა?! რით განსხვავდება ეს "პროგნოზები" "მოდელირებული" ქრონიკისგან? რომელი ტყუილით გაუხეთქავ გულს ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს?! ამიტომაც ან გამორთეთ ეგ დასაწვავი ტელევიზორები, ან ვინმემ ეთიკასა და მორალზე მიუთითოს "ფიფლმეტრების" კალკულაციებზე გადარეულ ტელემფლობელებს, ან სულაც, საკუთარი აზრი გქონდეთ, ადამიანებო, და არ დაიჯეროთ ვიღაცის ნათქვამი, აქაო და, წლის ბოლომდე საქართველოს უცხოპლანეტელები მოაწყდებიან, ჩვენ გაგვწყვეტენ და თავად დასახლდებიან წილხვედრშიო!

მამაცხონებულებო, თითქმის ყველა გარბიხართ საქართველოდან, ამბობენ, ჩინელ-არაბ-ირანელებიც გუდა-ნაბადს იკრავენო და რაღა უცხოპლანეტელებს მოუნდებათ ახლა ტყიბულისა და ჭიათურის დანაგვიანებული ჰაერის ყლაპვა?! ისე, ზოგიერთ თქვენგანს მივმართავ, "ფეისბუკში" მოთქმა-გოდებას და ტყუილების ტირაჟირებას, არ სჯობს, გზის პირას დაგდებული ერთი პლასტმასის ბოთლი ჩააგდოთ ურნაში? ჯერ ერთი, გარემოს დაეხმარებით და მეორეც, ნაკლებად ბრიყვი გამოჩნდებით! აი, განსაკუთრებით იმ დროს არიან ტირაჟორები სასაცილოები, რომ აკაკუნებენ სამყაროს გადამრჩენი სახეებით კლავიატურაზე "სოფლის გამგებლები საშვებს სცემენ 200 ლარი ქრთამის საფასურად". ვაი, თქვენ და 200-ჯერ მუცლის გვრემა სოფლის ხელმძღვანელებს, საშვების გაცემის უფლება არ ჰქონდეთ და არც მექანიზმები! ჩვენს ხელისუფლებას საკრიტიკოს მეტი რა აქვს, უსაფუძვლოზე რომ არ გამოედავოთ? გითხრათ, რაზე დაიწყეთ წერა და დავა? ზოგიერთი კრიმინალები რომ არიან სასათბურე პირობებში, ჩრდილოვან ეკონომიკაზე ხმას რომ არ იღებენ და პლუს, არავის ეუბნებიან კატეგორიულად, რომ გადასახადები უნდა იხადოს ყველამ, ვინც ვალდებულია! არ მითხრათ ახლა, თურმე არავინ მუშაობს! აბა, რად მოთქვამდა ჩაკეტვასა და უმანქანობას ამდენი ხალხი? ან კიდევ იმას რად ითხოვენ, უმუშევრობის კონპენსირება გვინდაო?!

P.S. ჩანს, რომ საქართველოდან წასული პოლიტიკოსები და ექიმები ვერ გვპატიობენ შეუცდომლობას... ცალკე სააკაშვილი გვასწავლის ჭკუას და ცალკე ის ექიმები, რომლებსაც წილი არ დაუდევთ ცერცვაძე-რატიანის (და ასეთი წარმატებული მედიკოსების) სანაქებო შედეგებში...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
omar
08 მაისი 2020 13:59
„ამ დაზაფრულ ხალხს კიდევ ეგ უნდა?!“-ო. ვინ დაზაფრა ხალხი - „გახარიამ“ თუ ცაგარელმა?! ზაფრა საიდუმლოებაა, საიდუმლოების ახსნა კი - შვება!
მანანა
08 მაისი 2020 12:59
ცაგარელისნაირ მკითხავებს რატომ ეთმობათ საეთერო დრო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები