ტრაგიკული სტიქიის ჯაჭვი!!!
15-06-2015
ტრაგიკული სტიქიის ჯაჭვი!!!
დაღუპული, დაშავებული და დაკარგული ადამიანები, ვერეს ხეობაში განადგურებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი სახლები, წაღებული ავტომობილები და განადგურებული ზოოპარკი, რომლის გადარჩენილი ბინადრები ქალაქში გაიქცნენ... ცხოველების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს...
13 ივნისის ღამეს დედაქალაქში ხუთსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად დატრიალებული ტრაგედია თბილისს დიდხანს ემახსოვრება... სტიქიის ეპიცენტრი ვერეს ხეობა და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია იყო, მანამდე კი წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე მთის მასა ჩამოწვა. სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე ნუგზარ გასვიანი ესაუბრა:


- 13 ივნისის ღამეს, რამდენიმესაათიანი კოკისპირული წვიმის შედეგად, დიდი სიმაღლიდან ჩაწყდა წყნე­თი-სამადლოს საავტომობილო გზის მეწყრული მონაკვეთი. ჩამოშლილი ღვარცოფული მასა მდინარე ვერეს შეუერთდა. ამან მდინარის დაგუბება გამოიწვია, დაგუბებულმა წყალმა საბოლოოდ დამბა გაარღვია და ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მოვარდნა გამოიწვია. მეწყერმა ორი
გზა გამოიარა - წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზაზე ჩამწყდარია 400-მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ ახალდაბასთან მისასვლელი გზა პარალიზებულია.

ღვარცოფმა დაგლიჯა ხეები, რომლებიც შემდეგ ავტომაგისტრალის მიმდებარე მილებში გაიჭედა. მდინარე ვერემ ღვარცოფული მასა უნივერსიტეტის დასახლებიდან გმირთა მოედნამდე ჩაიტანა. ჩანს, ახალგაკეთებულ გვირაბებში ნაშალი მასალების ნაკადმა ვერ გაიარა, გვირაბში გაიჭედა და წყლის ტალღამ ვერეს ხეობა მთლიანად დატბორა. მოვარდნილმა წყალმა სვანიძის ქუჩაზე გაიარა და გმირთა მოედნამდე ჩავიდა. არავინ იცის, შესაძლებელი იყო თუ არა ამ მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება. ამ საკითხზე დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს.

- გაჩნდა ვერსია, რომ ვერეს ხეობის დატბორვა თავის დროზე არასწორად დაპროექტებულმა ვაკე-საბურთალოს მაგისტრალმა და მდინარის კალაპოტის შეცვლამ გამოიწვია.
- ფაქტია, დიდი რაოდენობით წყალი მოვარდა და ვერეს ხეობის ტერიტორიაც ამიტომ დაიტბორა. არავინ იცის, გაატარებდა თუ არა ამ მასშტაბის ღვარცოფს ვაკე-საბურთალოს გზის მშენებლობამდე არსებული მილები. ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური დასკვნა უნდა წარმოადგინონ. ზუსტი ანალიზის გაკეთებაც ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რუსუდან შელია


წაიკითხეთ ასევე:

"რამდენიმე საათის განმავლობაში ყვიროდა და შველას ითხოვდა" - თვითმხილველის მონაყოლი

მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო კონცელიძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

იხილეთ ფოტოგალერეა
nino
15 ივნისი 2015 21:31
ikneb energetikis ministrma savanetsec aigos xeli da am ubedurebis shemdeg mainc gadaipikros elektrosadgurebis aseneba...moicviet specialistebi,sheiscavlon kanebi sakartvelos terutoriase,miecit mat xelpasebi rom urase ar imushaon da gaaketet kvelaperi rac cikvdils aaridebs adamianebs,kvelapershi diletantebi rom xart
ია
15 ივნისი 2015 16:22
რატომ არ იტხოვტ იმას ტუ რატომ არ გააკეტა ეს ანალიზი ახალ გზას ვინც აკეტებდა.ახლა გამოიძიებენ და მერეც ატყდება გაწევ–გამოწევა.
ania
15 ივნისი 2015 15:03
იმედია ვინც ეს ასე ცუდად დააპროექტა მაგისტრალი და ააშენა სატანადოდ დაისჯება, გამოიზეტ ვის კისერზე ამხელა მასთვის უბედურება და ამდენი მიცვალებული

რედაქტორის რჩევით