"მე ერთი თბილისელი გოგო ვარ..." - რეპორტაჟი არალეგალური "წითელი ფარნების" უბნებიდან
26-10-2015
"მე ერთი თბილისელი გოგო ვარ..." - რეპორტაჟი  არალეგალური "წითელი ფარნების" უბნებიდან
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალურია, აქ მაინც არავინ არავის აკონტროლებს...

"ალანიაში ერთ კლიენტს თავში ტაფა ჩავარტყი. სამი თვე ვიჯექი თურქეთის საპატიმროში. კარგს ვსვამდი და ვჭამდი, იქიდან წამოსვლა აღარც მინდოდა. მერე ჩემმა მეგობარმა გირაო გადაიხადა და გამომიშვეს. აქ ჩამოვედი და - რა? ვდგავარ ქუჩაში, რომ სასმლის ფული ვიშოვო. ეს კახპები, აქ რომ დგანან, სულით ბოზები არიან, მე კი ცხოვრებაში არ გამიმართლა... რამდენიმე დღის წინ ის სახლი გაქურდეს, სადაც ღამეს
ვათევდი. 10 პრეზერვატივისა და ამ პიჯაკის მეტი არაფერი დაუტოვებიათ... დღეს 15 ლარი მაინც რომ ვიშოვო, წავალ, სასმელს დავლევ და დავიძინებ. აქ დგომა მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს..."


წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, "წვიმიანი თბილისის სევდიანი ქრონიკა", სადაც მოწყალების სათხოვნელად ღამით ქუჩაში გამოსულ არასრულწლოვნებზე ვწერდით, ბევრი
გამოეხმაურა. ვაგრძელებთ რეპორტაჟს ღამის თბილისიდან... ამჯერად არალეგალურ "წითელი ფარნების"" უბნებზე შევჩერდებით. რეპორტაჟის გმირები ამჯერად სრულწლოვანნი არიან, წინა რესპონდენტებისგან განსხვავებით, მათ მუშაობას"არავინ აიძულებს, ისინი საკუთარი სურვილით ვაჭრობენ სხეულით.

20 ოქტომბერი, 21:30 საათი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორია. ახალგაზრდა ქალი მამაკაცს ესაუბრება. დიალოგი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. როგორც ჩანს, სექს­მომსახურების მსურველი ქალს ვერ მოურიგდა და გზა განაგრძო. ქალბატონი კი კლიენტის"მოლოდინში ტროტუარზე გამომწვევად დადის. მორიგი "მსურველი" მე აღმოვჩნდი.

- რა ღირს მომსახურება?
- მარტო ხარ?
- კი.
- ყველანაირი სექსი 30 ლარი, სასტუმროს ფასიანად 70 ლარი გამოდის. მანქანით ხარ?
- არა, ტაქსის გავაჩერებ... მე რომ წაგიყვანო სასტუმროში?
- რომელ სასტუმროში?
- რომელიც შედარებით იაფი იქნება. 40 ლარი რატომ უნდა მივცე სასტუმროს?
- 20-ლარიანიც ვიცი. თუ გინდა, მე დავაკლებინებ, ჩემი ნაცნობები არიან.
- რამდენი წლის ხარ?
- 29-ის.
- რა გქვია?
- ქრისტინე.
- სხვა არავინ გყავს, ჩემი მეგობრისთვისაც რომ წამოიყვანო?
- კი, მყავს. ცოტა ხნიერი კია, მაგრამ ზოგს ისეთი მოსწონს და ზოგს ასეთი... თუ გადამხდ­ელი არ ხარ, ახლავე მითხარი. ლაპარაკით ნუ მაცდენ, მართლა გინდა?
- აბა, ტყუილად ხომ არ მოვედი. სადაური ხარ?
- აჭარიდან ვარ, მაგრამ აქ მაქვს ჩემი ბინა. პატარა შვილი მყავს...
- ქმარი?
- ოჰ, შემივსე ახლა ანკეტა... კი, მყავს­, მაგრამ 60 წლის არის და არაფრის თავი აღარ აქვს. მიდი, ჩაიწერე ნომერი და დამირეკე. იცოდე, არ მომატყუო, მერე აღარ მოვალ... 599 21...
- კარგი, დაგირეკავ. რომელ სასტუმროში წავალთ?
- აგერ, ტაშკენტის ქუჩაზე რომ არის. არ იცი, თუ თავს იდებილებ?
- კარგი, დაგირეკავ...
15 წუთში ისევ მივადექი­ ქრისტინეს, რომელიც უკვე მეგობართან ერთად იდგა.
- ჩემს ძმაკაცს დავურეკე. მალე მოვა. ეს არის თქვენი მეგობარი?
- კი.
- თქვენ რამდენ ლარად წამოხვალთ? - ვეკითხები ქრისტინეს მეგობარს.
- ერთი საათი 70 ლარი.
- მთელი ღამე?
- 300 ლარი.
- ეუფ...
- კაი, 250 ლარად თავის ნომრიანად (ქალბატონი ტელეფონზე იწყებს საუბარს და იქაურობას ტოვებს. ისევ ქრისტინეს მივმართავ).
- 30 ლარი არ მითხარი ერთსაათიან მომსახურებაში?
- მე კი გითხარი, მაგრამ ეს არ შვრება.
- ეს რამდენი წლის არის?
- ორმოცის...
ცოტა ხანში აუცილებლად დაგირეკავ-მეთქი და - წამოვედი.


"წადი, თორემ პატრულს გამოვიძახებ..."

თავდაცვის სამინისტროსკენ ჩამავალ კიბესთან ტრანსგენდერები ხმამაღლა განიხილავდნენ ინტიმურ თემებს. ოთხივეს­ სხვადასხვა ფერის პარიკი ეხურა, მკვეთრი­ მაკიაჟი­ ჰქონდა და ქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა.

- სიგარეტი ხომ არ გაქვთ? - მომა­ძახა ერთმა და ჩემკენ წამოვიდა.
- კი.
- ორი რომ ავიღო, შეიძლება?
- კი. რა ღირს თქვენი მომსახურება?
- ორალური - 20, სექსი - 30 (ტარ­იფი აქაც იგივეა).
- მე ჟურნალისტი ვარ, შეიძლება ჩაგწეროთ?
- რამდენს გადამიხდი?
- რამდენი უნდა გადაგიხადო?
- უიმე, ჟურნალისტი ხარ, წადი, თორე პატრულს გამოვიძახებთ...
- რატომ, შეურაცხგყოფ?
- წადი! გმადლობ სიგარეტისთვი­ს.

"ჩემს შვილებს ასეთი დედა არ ენდომებოდათ..."

ყაზბეგის გამზირისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიისგან განსხვავებით, სულ სხვანაირი სიტუაციაა ვაგზალზე. აქ სექსმუშაკიც ბლომადაა და მისი მოსურნეც­. ცენტრალური გზის ორივე მხარეს სხვადასხვა ასაკის, სიმაღლისა და ზომა-წონის­ ქალები კლიენტის"მოლოდინში გამოფენილან.
პირველსავე მცდელობაზე გამიმართლა­ - ნელი ნაბიჯით მიმავალს 50 წელს გადაცილებული რუხპიჯაკიანი ქალი მია­ხლოვდება და საათს მეკითხება. კომუნი­კაციის ინიციატორები ამ შემთხვევაშიც თავად სექსმუშაკები არიან. თავიდან 73 წლის ვარო, მითხრა, მერე 53-ზე ჩამოვიდა­. როცა საუბარი საქმიან"ფაზაში გადავიდა, მომსახურების 50 ლარი საბოლოოდ 15 ლარამდე შემცირდა. როგორც გულიკო მეუბნება, ის "კარენოი" თბილისელია. საკ­უთარი არჩევანით, ახალგაზრდობაში ორ პროფესიას დაეუფლა. კონსერვატორიაში ფორტეპიანოს განხრით სწავლობდა, პოლიტექნიკურში - გეოლოგიის ფაკულტეტი­ დაამთავრა,­ თუმცა­ ცხოვრებამ სულ სხვა გზით წაიყვანა და ბოლო 15 წელია, სექსმუშაკია. მანამდე ერთ კაფე-ბარში ვემსახურ­ებოდი"კლიენტებს, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი ქუჩაში დგომამ მომიწია. ასაკის მიუხედავად, მომხმარებელი არ მაკლია - ყველა ტყეს თავისი ნადირი­ ჰყავსო, - მითხრა. ნასვამი­ იყო. ორი ღერი სიგარეტი მოვაწევინე. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისგან ყველა კითხვაზე პასუხი მიმეღო.

- რა ღირს თქვენი მომსახურება?

- 50 ლარი, თავისი სასტუმროთი.
- ძვირია.
- აბა, ამ ძრო­ხებს ­ჰკითხე, რამდენს ითხოვენ? რას ჰგვანან,­ ჯერ იმათ შეხედე და მერე მე.
- ოჯახი არ გყავს?
- მყავს მშობლები, ძმა, ძმისშვილები...
- იციან, აქ რომ ხართ?
- რას ამბობ, თავსაც მომაჭრიან. იციან, რომ დალევა მიყვარს. ჩემმა მშობ­ლებმა არც სწავლა დამაკლეს. კონსერვ­ატორია დავამთავრე ფორტეპიანოს გან­ხრით, "გეპეიში" - გეოლოგიის ფაკულტეტიც. ისეთი ცხოვრება მქონდა, მუშაობაზე­ არც მიფიქრია. ახალგაზრდობაში სასმელი­ მიყვარდა, ამან დამღუპა და დამაქცია. სამი ქმარი მყავდა, შვილი არ გამიჩნდა­. არც ვნანობ, დედა რომ არ ვარ, ჩემს შვილ­ებს ასეთი დედა არ ენდომებოდათ!.. ცოტა ხნის წინ ერთ კაცთან ვცხოვრობდი, გარდაიცვალა და სახლიდან გამომაგდეს. მასთან ცხოვრებისას გარეთ არც გამოვდ­იოდი. ახლა ძალიან გამიჭირდა. შარშან ალანიაში (ქალაქი თურქეთში, ანთალიის პროვინციაში. - რედ.) წავედი სამუშაოდ. იქ ერთ კლიენტს ტაფა ჩავარტყი თავში და დამიჭირეს. სამი თვე ვიჯექი თურქეთის საპატიმროში. კარგს ვსვამდი და ვჭამდი, იქიდან წამოსვლა აღარც მინდოდა. მერე ჩემმა მეგობარმა გირაო გადაიხადა და გამომიშვეს. აქ ჩამოვედი და - რა? ვდგავარ ქუჩაში იმისთვის, რომ სასმლის ფული ვიშოვო. ეს კახპები, აქ რომ დგანან, სულით ბოზები არიან, მე ერთი თბილისელი გოგო ვარ, რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. რამდენიმე დღის წინ ის სახლი გაქურდეს, სადაც ღამეს ვათევდი. 10 პრეზერვატივისა და ამ პიჯაკის მეტი არაფერი დაუტოვებიათ... დღეს 15 ლარი მაინც რომ ვიშოვო, წავალ, სასმელს დავლევ და დავიძინებ. აქ დგომა მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს...
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სექმუშაკების სამუშაო საათები შებინდებისას იწყება და გათენებამდე გრძელ­დება...

ყველაზე ძვირად ღირებული მეძავი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მეძავად მიიჩნევა ამერიკელი მიშელ ბრაუნი. ის ჰოლივუდის ვარსკვლავებს მეძავებით ამარაგებს. თავად მიშელ ბრაუნის სექსმომსახურება ღამეში 50 000 დოლარი ღირს.

"ვარსკვლავური ომების" ბორდელი

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გაიხსნა ღამის კლუბი და ბორდელი ""ვარსკვლავური ომები". დაწესებულების პერსონალი ამ ცნობილი ფილმის გმირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. Bბორდელს ძირითადად ამ ფილმის თავყვანისმცემლები სტუმრობენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
gavazeli
27 ოქტომბერი 2015 14:01
ბობი ბრაუნ, მაგარი იდეა გაქვს. რიგები დაუდგებათ ნაცებსაც და ქოცებსაც.
დათო
27 ოქტომბერი 2015 11:21
BOBI BRAUNI-ის ჯიგრული კომენტარია
მანუ
27 ოქტომბერი 2015 04:37
შენ გაიხარე BOBI BRAUNI რამდენი ვიცინე....იდეა მიაწოდე ახლა მაგათი ჯერია :))))))))

რედაქტორის რჩევით