"თითქოს ვიღაცის კოშმარულ სიზმარში ვართ ჩარჩენილები" - კვირის პალიტრა

"თითქოს ვიღაცის კოშმარულ სიზმარში ვართ ჩარჩენილები"

ქვეყანაში არსებულ ვითარებას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "ფეისბუკის" სტატუსით მეტად საინტერესოდ აფასებს:

"პატრიარქი პატიმართა შეწყალების უფლებას მოითხოვს და პრემიერი პარლამენტის წინაშე საკითხის დასმას პირდება, კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ოლიგარქი ნიცშეს აკრიტიკებს, გუშინდელი სადისტი დღეს სიტყვის თავისუფლებაზე ღვრის ცრემლებს, ყოფილი პრეზიდენტი კაპიკს კაპიკზე აწებებს და ისე ცხოვრობს, საოპერო მომღერალი . . . იბიარდი . . . მოკლედ, თითქოს ვიღაცის კოშმარულ სიზმარში ვართ ჩარჩენილები. გახსოვთ ანეგდოტი, კაცი ორმოში რომ ჩავარდება, ამოსვლას ვერ ახერხებს და თან იძახის, ერთხელაც ვცდი და მერე სახლში წავალო? ეგეთ დღეში ვართ ყველა".

იხილეთ ასევე: "პატრიარქს შეწყალების უფლება თუ ექნება, ყველა უნდა შეიწყალოს?" - როგორ ეხმაურებიან ახალ ინიციატივას "ფეისბუკზე"

წყარო