შორენა ბეგაშვილის შვილი მრავლობითი ტრავმებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
შორენა ბეგაშვილის შვილი მრავლობითი ტრავმებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში, მრავლობითი ტრავმებითაა მოთავსებული.

"15 წუთია, რაც გოგონა ჩვენთან შემოიყვანეს. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ბავშვი მრავლობითი ტრავმებითა და დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული", - განაცხადეს იაშვილის სახელობის კლინიკაში.

შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

იხილეთ ასევე: შორენა ბეგაშვილის შვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები