"ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!" (ექსკლუზივი)
"ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!" (ექსკლუზივი)
24 იანვარს, 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისის მთავარი პროსპექტი შემზარავი შემთხვევის მოწმე გახდა - სამი მანქანის შეჯახების დროს 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა, ოთხი კაცი კი დაშავდა. სოფო ბერიძე "ოპელის" მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა, რომელსაც ჩაჯდომიდან ერთ წუთში ჯიპი შეეჯახა.

სტატია მომხდარზე მომაზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლისანაც ამონარიდებს გათავაზობთ:
შემთხვევიდან მეათე დღეს გიორგი ჯაფარიძე ბრალდებულის სახით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჯაფარიძეს "მარიხუანას" მოხმარება დაუდგინდა.

(იხილეთ:"მძღოლს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა" - ახალი დეტალები
You must have Flash Player installed in order to see this player.
ავარიის შესახებ, რომელსაც 26 წლის სოფო ბერიძე შეეწირა)
"
სოფოს მამა დაკრძალვის წინა დღეს გაუჩინარდა"


დათო, სოფო ბერიძის ოჯახის ახლობელი: - სოფოს დაკრძალვის წინადღეს სოფოს მამა გიორგი გაუჩინარდა და დღემდე არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. კაცი
შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. სოფოს ოჯახში ენით აუწერელი უბედურება ტრიალებს. ეს არ კმაროდა, რომ ჭორი გაავრცელეს, ოჯახი ავარიაში დამნაშავეს გაურიგდა და ფული აიღოო. ეს ოჯახი შვილის ხსოვნას ფულზე არ გაყიდის.

"კვირის პალიტრა" დაღუპული სოფო ბერიძის დედას დაუკავშირდა.

შორენა მუშკუდიანი:
- როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსულები, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!..

ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს? დამნაშავეს შვილმკვდარ დედაზე მეტად გამოძიების და სასამართლოსი უნდა ეშინოდეს, რომელთა ობიექტურობის იმედი ჯერ კიდევ შემრჩენია. არავინ მძულს, არავის ვწყევლი, არც ერთი ადამიანის
გამწარებას არ ვთხოვ უფალს. ღმერთმა ყველას შვილი დაიცვას განსაცდელისგან. დაე, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც შვილი მიწას მიაბარა.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: ""გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს, შვილის სიკვდილში დამნაშავეს დაიჭერენ თუ არა?!"

Nani
09 თებერვალი 2017 09:28
Gmerto natelshi amyofe misi suli.
nino
08 თებერვალი 2017 12:14
ზაან სამწუხაროა. სოფოს გარდაცვალებამ გული დაგვწყვიტა.უნდა დაისაჯოს მკვლელი,რად უნდა გასამარტლება.ისაა სამწუხარო კიდევ მტავრობა ხელს აფარებს ამისტანა დამნასჰავეებს,არავიტარი ჯარიმა, დამნასავე უნდა დაისაჯოს და კანონი ყველასტვის ერტი უნდა იყოს.
ნათია
08 თებერვალი 2017 11:45
ღმერთო ნათელში ამყოფე სოფოს ნათელი სული და ოჯახს მიეცი გამძლეობა გაუძლონ ასეთ სიმწარეს :(
უფალმა გაგაძლიეროთ. ❤❤
07 თებერვალი 2017 23:13
უფალმა გაგაძლიეროთ ❤❤
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა