"უმრავლესობა მარტოხელა დედაა და შვილებისა და მშობლების სარჩენად აკეთებს ამას" - საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკია
27-08-2017
"უმრავლესობა მარტოხელა დედაა და შვილებისა და მშობლების სარჩენად აკეთებს ამას" -  საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკია
"საქართველოში საუნათა ნახევარზე მეტი ბორდელია"

სამედიცინო, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ "თანადგომის" მონაცემებით, დღეს საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკია.


არჩილ რეხვიაშვილი,"ცენტრის მენეჯერი: - პირველად 2014 წელს დავიქირავეთ ექსპერტი, რომელმაც ჯგუფთან ერთად იმუშავა და დაადგინა, რომ საქართველოში 6 ათასზე მეტი სექსმუშაკი ქალია. მას შემდეგ საკუთარი ძალებით ვაკვირდებით, აღვრიცხავთ და ვეხმარებით... უმეტესობა ძირითადად თბილისსა და ბათუმში მუშაობს. ეს ცვლადი მონაცემია - დამოკიდებულია ტურისტების ნაკადსა და სეზონზე. ზაფხულში ბათუმი უფრო დატვირთულია, წელიწადის სხვა დროს -
თბილისი.

6 ათასზე მეტ სექსმუშაკში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები და ასევე უცხოეთიდან - რუსეთიდან, უკრაინიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან და ა. შ. ჩამოსული ქალები; თუმცა, უმეტესობა ქართველია.

სექსმუშაკების უმეტესობას განათლება და სპეციალური უნარ-ჩვევები ნაკლებად აქვთ, ამიტომ კონკურენციას ვერ უწევენ სხვებს სამსახურის მოძიებაში და ერთადერთ გამოსავლად სექსმუშაკობა მიაჩნიათ.
უმრავლესობა მარტოხელა დედაა და შვილებისა და მოხუცი მშობლების სარჩენად აკეთებს ამას.

- თქვენ იკვლევთ დაავადებებსაც. როგორი შედეგი გაქვთ?
- აივ-ინფექცია არ არის გავრცელებული, რაც ძალიან კარგია. სხვა ვენერიული დაავადებები, მაგალითად, სიფილისი, გონორეა საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამ დაავადებების მკურნალობა გართულებულია - ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი და უმთავრესი ალბათ ის არის, რომ ეს ადამიანები ამ პრობლემას ზერელედ უდგებიან, არადა, სიფილისი ერთ-ერთი საშინელი ინფექციაა.

- ამ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ?

- მათი საქმიანობის კვალად, რა თქმა უნდა, პრობლემები აქვთ. დროდადრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაერევიან ხოლმე, სცემენ. ლანძღავენ - აქ ნუ დგახართ, გაეთრიეთო, თუ ვინმე შეეწინააღმდეგა ან შეეპასუხა, აჯარიმებენ. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ემსახურება სამართალდამცავების ეს აქცია. ამით პროსტიტუციის შეზღუდვა არ ხდება, აქ იდგება თუ 100 მეტრის დაშორებით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საბოლოო ჯამში, ისინიც იმალებიან და ჩვენც გვიძნელდება მათთან ურთიერთობა.


- მათ შორის კლასიფიკაციები არსებობს, არა?

- რა თქმა უნდა. არის ქუჩის პროსტიტუცია, არის სპეციალური დაწესებულებები. საქართველოში საუნათა ნახევარზე მეტი ბორდელია. ამ ეგრეთ წოდებულ კლასიფიკაციებში შემოსავლები განსხვავებულია. ვინ დღეში 5-10 ლარს შოულობს, ვინ - ხუთასსაც კი. ზოგიერთი ქუჩაში მომუშავე ერთი ბოთლი არყისთვის ირჯება...

- კონტაქტზე ძნელად გამოდიან?

- თავიდან, წლების წინ, ეჭვით გვიყურებდნენ, პოლიციელი ან მოგზავნილი ხომ არა ხარო... ახლა უკვე გვიცნობენ. ყველა ადამიანს უხარია, მასზე რომ ზრუნავენ.

ეკა სალაღაია
"მშობელთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი შვილები პროსტიტუციით არიან დაკავებული"
ლევანი
28 აგვისტო 2017 08:31
დროდადრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაერევიან ხოლმე, სცემენ - ჟურნალისტი ცოტა დაკვირვებით უნდა იყოს, რას ქვია ცემენ, რა სისულელეებს წერ ? ან ეს არჩილ რეხვიაშვილი, თუ ესეთი ფაქტები ფიქსირდება, რომ პოლიციას ცემა-ტყება აქვს ატეხილი , მიმართოს პროკურატურას,
ისე ყველა მეძავი ცოდოა, რა თქმა უნდა.
?
27 აგვისტო 2017 15:08
ეს დათვლილი რაც არის და ისე რამდენია?
naTela
27 აგვისტო 2017 15:08
ნუ უძებნით ყველაფერს გამამართლებელ მიზეზს. ეს პირადად ვნახე და იქ ვიყავი სხვა უამრავ ხალხთან ერთად. ვცხოვრობდი ვაკეში, მოსეშვილის ქუჩაზე ერთერთ ბინაში შევიდა ქურდი, დიასახლისსა და ქურდს შორის ეტყობა დიდ ჭიდაობა იყო. ქურდს დიასხლისი შემოაკვდა თუ მოკლა არ ვიცი, მაგრამ ქალი გარდაიცვალა და ქურდმა კარი ვეღარ გააღო რომ გარეთ გამოსულიყო.გამოიძახეს მილიცია და გამოიძახეს შვილიც, რომელიც ამ დროს სამსახურში იყო. მილიციის ერთერთმა მუშაკმა შვილს უთხრა, აიღე იარაღი, ვითომ წამართვი და ჩაცხრილეო. შვილ,მა უპასუხა, ვერა, მე ვერ მოვკლავ, არ შემიძლიაო. არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს ამას ,მაგრამ თუ ქალს ამის გაკეთება არ შეუძლია, მოკვდება და ვერ გააკეთებს. ნუ იცავთ ყველა ნაძირალას. ჩემი დეიდაშვილის შვილმა გამოცდები ჩააბარა და ფული აქვს გადასახდელი, 18 წლის გოგონაა, დედამ უთხრა, გადი, სამუშაო იშოვნე და როგორმე შენ თავად გადაიხადეო. გოგონა წავიდა და ორ დღეში იშოვნა სამუშაო. ეს არ არის სექსმუშაკების დარი შემოსავალი, მაგრამ გაჭირვებით დაფარავს გადასახდელ ფულს. ეს ძნელი იქნება, მაგრამ თუ ამ გაჭირვებას ვერ გაუძლებს,როგორ გაუძლებს სხვა დაბრკოლელებს.

რედაქტორის რჩევით