ზურა ყიფშიძე: "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი. მე 17 წლის ვიყავი, ლიკა - 13-ის" - კვირის პალიტრა

ზურა ყიფშიძე: "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი. მე 17 წლის ვიყავი, ლიკა - 13-ის"

"კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში..."

"დრო მიდის, კადრები კი რჩება", - ამ სიტყვებით ვიწყებდი ლიკა ქავჟარაძესთან ინტერვიუს, რომელიც მისთვის ბოლო აღმოჩნდა. სამახსოვროდ უამრავი კადრი დაგვიტოვა. ლაღი, მომხიბვლელი, მოღიმარი და სიცოცხლით სავსეა ფილმში "პეპელა".  "კვირის პალიტრასთან" ქართველ კინოვარსკვლავს მსახიონი ზურაბ ყიფშიძე იხსენებს:

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი. მე 17 წლის ვიყავი, ლიკა - 13-ის. პატარა სცენა ჰქონდა - ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი "ბანდა" - რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად.

ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში... მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას".(იხილეთ სრულად)

ფოტოგალერეა