ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა
თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია. მზავრები ელოდებიან რეისების აღდგენას და აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.


ასევე, მოძრაობა აღდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც შსს-ში განმარტავენ, აეროპორტში ევაკუაცია ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მოხდა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შინაარსის იყო აღნიშნული შეტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამართალდამცველები აეროპორტის
შიდა ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?