მორიგი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - ერთი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი - კვირის პალიტრა

მორიგი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - ერთი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ცხვედაძე ადასტურებს. როგორც ცხვედაძე აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ტელეკომანია "ქვემო ქართლის" ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

იხილეთ ასევე: "ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - როგორია მოსწავლეების დაპირისპირებისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა?

"ინტერპრესნიუსი"