დიმა ჯაიანს 12 დეკემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

დიმა ჯაიანს 12 დეკემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში, 11 დეკემბერს, 12:00 საათიდან გაიმართება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დიმიტრი ჯაიანს 12 დეკემბერს, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: "დიმა ჯაიანი ვერაფრით შეეგუა აფხაზეთის დაკარგვას, ამან მოკლა..."