მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს - კვირის პალიტრა

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს.

"მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით.

დიდი მადლობა ყველას " - წერს ქაცარავა.

599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა).

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065 (წყარო)

იხილეთ ასევე: "მაქსიმეს რომ ტვინს "უბურღავენ", ეგრე ვინმემ რომ გამიკეთოს, შეიძლება" წარმოუდგენელი ამბები ჩავიდინო" - ვისზეა შეყვარებული გიორგი მახარაძე?!