"ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება...მე გიორგი შვილივით მყავდა"
"ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება...მე გიორგი შვილივით მყავდა"
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ მსახიობს გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია... გიორგი მახარაძე მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლეა და თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გიორგის ყველა გვერდით დაუდგეს ამ მძიმე განსაცდელის დროს...


- ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ეს ამბავი რომ შევიტყვეთ... მე მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე კარგად იქნება. თურქეთში წაყვანას აპირებენ და გვაიმედებენ, რომ ამ ეტაზე როგორც არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს
ფაქტობრივად მოსარევი პროცესია...

- საზოგადოებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ შეიტყო გიორგის ჯანმრთელობის პრობლემებზე... თქვენ უფრო ადრე იცოდით ამის შესახებ?
- ჩვენც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და გავოგნდით... მე გიორგი შვილივით მყავდა წელიწად-ნახევარი, როდესაც ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა... ამიტომ
არც კი მინდა ფიქრი, რომ შეიძლება ცუდი გაგრძელება ჰქონდეს ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგად იქნება.

- მიუხედავად იმისა, რომ მარიამი პატარა ასაკში დაშორდა მეუღლეს, მისგან აგრესიული გამონათქვამი არ გვახსოვს გიორგის მიმართ...
- დიახ, ასეა და ძალიან მსიამოვნებს თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა... მარიამი ახლაც გიორგის ყველანაირად გვერდით უდგას. ძალიან მყარად დგას იმ აზრზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება. მარიამს არც ჰქონდა აგრესია... მან თავის დროზე ძალიან დიდი სიყვარულით შექმნა ოჯახი, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამ დიდი სიყვარულის ნაყოფია – ელენე... ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ხაზის გადასმა და ამიტომაც მარიამი ძალიან დიდ პატივს სცემს იმას, რაც იყო... ჟურნალისტები როდესაც მაცდუნებელ შეკითხვებს უსვამენ, მარიამი ამაზე ძალიან ღიზიანდება. როგორც ელენეს მამას, გიორგის დიდ პატივს სცემს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც იყო, მისთვის ძვირფასია...
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065
გაგრძელება

nia
27 დეკემბერი 2017 23:40
ღმერთმა დალოცოს და დღეგრძელობა მისცეს გიორგის
ადამიანი
27 დეკემბერი 2017 11:39
ჯანმრთელობას ვუსურვებთ ამ სიმპატიურ ახალგაზრდას,საყვარელ შვილს ახალგაზრდა მამას,რომელიც ღირსია ბედნიერი ცხოვრების დაე გამოჯანმრთელდეს და იყოს ისევ უფრო მეტი მოფერებით თავის ოჯახთან ერთაფ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?