"საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა...ნულიდან იწყება გამოკვლებები" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა...ნულიდან იწყება გამოკვლებები"

მსახიობი გიორგი მახარაძე გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს სამი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგიმ ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა საქართველოში, გუშინ კი გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მეგობრებო, ჩავედი სტამბულში და უკვე კლინიკაში ვარ, ექიმთან ვიზიტის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება ყველაფერს გაგაგებინებთ... მიყვარხართ".

"ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება...მე გიორგი შვილივით მყავდა"

AMBEBI.GE გიორგის დეიდაშვილს მარიამ ქაცარავას დაუკავშირდა.

- გიორგი გუშინ ღამით გაემგზავრა თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად. ის "აჩიბადემის" კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს. საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა, რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება.

- რას ამბობენ თურქი ექიმები?

- მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც. თუმცა რომელი სტადიაა, ქიმიოთერაპიის რამდენ კურსს დაუნიშნავენ, ეს ხვალ გვეცოდინება. ჯერ იქ გააგრძელებს მკურნალობას.

გაგრძელება