"ბოლოს დროს ბევრს ვფიქრობ სიკვდილზე" - კვირის პალიტრა

"ბოლოს დროს ბევრს ვფიქრობ სიკვდილზე"

PALITRANEWS-ის რუბრიკა "ბლიცინტერვიუში" კითხვებს ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ზურა ყიფშიძემ უპასუხა:

- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ყველა ადამიანს აქვს ცვლილებების რაღაც პერიოდი. არის ადრეული ბავშვობის ხანა, შემდეგ სკოლა. იყო დრო ჰიპები გავხდით და ჯინსების თაობა დაგვარქვეს რატომღაც. ჯინსებზე გვიჭერდნენ, ჩვეულებრივი ჯინსები რომ გცმოდა, მილიციაში წაგიყვანდნენ. მერე იყო ინსტიტუტი  მოსკოვში, იქ  ძალიან ბევრი რამე ვნახე, ვიარე, ვიურთიერთე. აი, სულ პერიოდებად არის დაყოფილი ცვლილები, მერე რაღაც დროის შემდეგ გადაფასება ხდება ყველაფრის.

- რისკი ჩემს ცხოვრებაში...

- თუ გავითვალისწინებ რამდენჯერ ვარ მოხვედრილი საავადმყოფოში და შეკერილ-მიკერილი, ალბათ ეგეც გარკვეული რისკია, მაგრამ არა მგონია, მაგ რისკს გულისხმობდეთ, ეგ სხვა რისკია... რისკიანი რომ ვარ, აზარტულ თამაშებს იმიტომ არ ვთამაშობ, რადგან შეიძლება გულის გამისკდეს. ამიტომ იმას ვთამაშობ, რასაც ვთამაშობ...

- მაბრაზებს...

- გაბრაზება ცოტა ისეთი რამეა... აი, საშინელი წყენა, რომელსაც ვერ აპატიებ, ან აპატიებ, ამას თუ გულისხმობთ ეგ კიდევ სულ სხვა რამ არის... ისე  კი შეიძლება ნებიმიერმა რამემ გაგაბრაზოს. ადვილად ფეთქებადი ხალხი ვართ ლომები.

- დრო არის...

- არც არაფერი. ჩვენ ხომ არ ვიცით დროის ფასი, ამიტომ ახლანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, თურმე არაფერი არ ყოფილა. ცხოვრობდი ისე, როგორც იცხოვრე... დროს უნდა გაუფრთხილდე, რა თქმა უნდა, მითუმეტეს დღეს. ბოლო 25 წელი როგორ გავიდა, არ ვიცი. ნამდვილად არ მახსოვს.

- მეშინია...

- ნემსების, ტკივილების... რა ვიცი, ყველფრის ეშინია ადამიანს. გეშინია, რომ  უარესი არ მოხდეს. ცხოველური, ბუნებრივი შიში გაქვს შვილიშვილების და შენი მომავალის გამო, გინდა რომ კარგად იყვნენ. იმის შიშიც გაქვს, რომ ვერაფერს უტოვებ ისეთს, რომ იმათ შეგაქონ. ე.ი. სახელს ვერ ტოვებ.

- რომ შემეძლოს...

- იმდენ რამეს შეცვლიდი რომ ... უამრავ რამეს არ ვიზამდი. დროს რაღაცაში არ დავკარგავდი. ვიღაცას არ ვაწყენინებდი. მილიონ რაღაცას არ ვიზამდი.

- მე და პოლიტიკა...

- პოლიტიკა რა არის?! პოლიტიკა დაკავშირეულია ყველაფერთან თურმე. აი, ამ სკამთან. აი, ჩვენს საუბართან. საერთოდ ყველაფერთან. ესეთი თამაშის წესები მიგონეს და ახლა ამ წესებიდან ვიღაცას უნდა გაძვრომა და ვიღაცას არა. გინდა, არ გინდა, შენც პოლიტიკაში ხარ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ამ ბოლოს დროს სიკვდილზე ვფიქრობ. იმიტომ, რომ ბევრი ახლობელი გარდამეცვალა უკვე. ზოგი ჩემზე ახალგაზრდა, ზოგი ჩემხელა. სიკვდილი რომ გარდაუვალია გავიგეთ, მაგრამ რაღაცნაირად ხალისიანად, რომ მივდიოდეთ, ჯობია. იმიტომ, რომ ბევრი წავიდა დაღონებული. ბევრს ფიქრობ წასვლაზე... სად მიდიხარ? როგორ მიდიხარ? რა ფორმით მიდიხარ და როდის მიდიხარ? გინდა არ გინდა, ეს კითხვები ჩნდება ნელ-ნელა.

იხილეთ ასევე: "შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი" - რისი რცხვენია და რას შეცვლიდა ზურა ყიფშიძე?