როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა? - კვირის პალიტრა

როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა?

მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის შოკიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი.

"დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეს არ არის ისეთი ტრავმა, რომ 24:00 საათში ან 48:00 საათში გაუმჯობესდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ, რომ ძალიან ღრმა დამწვრობები აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი სახის და თავის არეში. სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი, ანუ თავი, კისერი, გულ-მკერდის წინა მხარე და ორივე მტევანი", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტყიბულში, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

იხილეთ ასევე: "მამა გაუთავებლად გაიძახოდა, სამივე ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. ჰოდა, დაიწყო მუქარის შესრულება"