"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - კვირის პალიტრა

"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!"

"ცეკვავენ ვარსკვლავები“ გუშინ თორნიკე კვერენჩხილაძის და ანი ჯავახის წყვილმა დატოვა. მათთან ერთად პროექტს საკუთარი ნებით ტოვებს ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ლალი მოროშკინამ პროექტში მონაწილეობის გამო ათი კილოგრამი დაიკლო და განსაკუთრებული მონდომებაც ჰქონდა, ცეკვაც მალე აითვისა და მაღალ შეფასებებსაც იღებდა, მაგრამ მოულოდნელად პროექტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დეტალების გასარკვევად "რეიტინგი“ ლალი მოროშკინას დაუკავშირდა.

- ქალბატონო ლალი, თქვენი პოსტი წავიკითხე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

- როგორც ჩანს არეულია მონასტერი, დაპირისპირებაა ქართველ და უკრაინელ ქორეოგრაფებს შორის. ჩერტკოევს თავისი ქმედებებით უნდა საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვა. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო უზნეობის პიკი, ზაკმა თქვა ჩავიფსიო და ჩერტკოევიც აყვა. მე "ჯეოსტარელი“ და დამწყები არ ვარ. როდესაც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, მთელი რიგი პირობები იყო წინასწარ შეთანხმებული, აქ ცეკვის კუთხით ჩემი დონის ადამიანები უნდა დამხვედროდნენ, დაცული უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. მაგრამ ეს და მთელი რიგი პირობები დაირღვა. გვინდოდა ლამაზი შოუ გვეჩუქებინა ქვეყნისთვის, მაგრამ პროქტი გადადის უზრდელობაში. როცა გოჩას და ზაკის გადასაწყვეტია, რაღაცეები ჩემს ქვეყანაში, იქ ჩემი ადგილი არ არის და მე დავტოვე პროექტი.

შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია მე და მითუმეტეს იასამნისფერწვერიანი კაცისგან როგორ მოვითმენ? მე ვარ ვარსკვლავი, არ ვარ დამწყები ადამიანი, სწორედ ეს ვერ გაიგო რამდენიმე კაცმა, მაგრამ ჩერტკოევმა ეს როგორ უნდა გაიგოს, როცა იმედმა და ორმა კაცმა გახადა პოპულარული.

უპრეცედენტო კონკურსანტები ყავდა წელს ამ პროექტს, მაგრამ ბაბუაწვერას გადააყოლეს ყველაფერი.

- პირდაპირ ეთერში რატომ არ დატოვეთ პროექტი?

- დიდი უსამართლობა იყო თორნიკე კვერენჩხილაძის და ანი ჯავახის პროექტიდან გაშვება. როცა ძაბვა ვარდება და ამის გამო მეორედ უწევს ცეკვა კონკურსანტს ეს დიდი სტრესია და აუტსაიდერებიდან არ უნდა გაუშვა. მე ამაზე ვერ გავჩუმდებოდი. ქორეოგრაფის ოჯახში გავიზარდე და კარგად ვიცი ეს საქმე, გოჩა ჩერტკოევის პირადი პრობლემები ჩემზე არ უნდა გადმოდიოდეს. შემეძლო პირდაპირ ეთერში გამოემცხადებინა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ რამდენიმე ადამიანს ვეცი პატივი ვინც ამ პროექტზე მუშაობს და ეს არ გავაკეთე. სწორედ მაშინ დავტოვე პროექტი როცა უმაღლესი შეფასებები მქონდა, მაგრამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა ლალი მოროშკინამ არ იცის. (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: "არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე"