თბილისში მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც გადარჩა - კვირის პალიტრა

თბილისში მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც გადარჩა

წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

"მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც "პუფებზე" დაეცა. პაციენტს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება", – აცხადებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში.

იხილეთ ასევე: "დღემდე თავს ვეკითხები, რატომ გადავრჩი?" - კაცი, რომელიც 47-სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოვარდა და გადარჩა