პატ­რი­არ­ქმა ჯვრის­წე­რის წინ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი სა­ცო­ლე და­ლო­ცა - კვირის პალიტრა

პატ­რი­არ­ქმა ჯვრის­წე­რის წინ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი სა­ცო­ლე და­ლო­ცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჯვრისწერის წინ ბერა ივანიშვილი და მისი საცოლე ნანუკა გუდავაძე დალოცა.შეხვედრის ამსახველი ფოტოები ბერამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ამ ფოტოებით მინდა გაგიზიაროთ ის წრფელი გრძნობები, რომელიც განვიცადეთ მისი უწმინდესობის დალოცვის დროს ჩემი და ნანუკას ჯვრისწერის წინ" - წერს ბერა ფოტოების კომენტირებისას.

ბერასა და ნანუკას ნიშნობის შესახებ ცნობილი 18 სექტემბერს გახდა. ივანიშვილმა ამბავი სოციალური ქსელების მომხმარებლებს "ფეისბუქის" პოსტით გაუზიარა. წყვილის ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

"ივანიშვილებმა ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები" - სად და როდის გაიმართება ბერას ქორწილი?