"თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურ­ე­ბის ოფიცერი ვაშაძე,­ საქართველო დაიღუპება"
"თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურ­ე­ბის ოფიცერი ვაშაძე,­ საქართველო დაიღუპება"
ფოტო:ბუბა ხოტივარი
"არჩევნების პირველი ტური კარგი იყო "ქართული ოცნების" გამოსაფხიზლებლად. მათ ბევრი დააშავეს"

რეჟისორი ბუბა ხოტივარი საარჩევნო ციებ-ცხელებაზე­ გვესაუბრება და თავის­ შეხედულებებს­ გვიზიარებს.

- პირველი ტურის შედეგები კანონზ­ომიერი იყო. მოსახლეობამ ყვითელი ბარა­თი­ უჩვენა მთავრობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხებას ვაღიარებ. უნდა გაიმა­რჯვოს "ქართულმა ოცნებამ"! თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურ­ე­ბის ოფიცერი,­ საქართველო დაიღუპება.­ "ნაციონა­ლურ მოძრაობას" რუსული სპეცს­ამსახურები ხელმძღვანელობენ, გრიგოლ ვაშაძე კი რიგითი ოფიცერია, ისევე­ როგორც სააკაშვილი და დანარჩენები. ესენი არიან საქართველოს დასანგრევად დაპროგრამებული
მართვადი დაჯგუფება.

ჩვენი ქვეყანა მდებარეობს სტრატეგიუ­ლად მნიშვნელოვან ადგილას, აბრეშუმის­ გზაგასაყარზე და რუსეთის იმპერია მომა­რთულია, რომ ხელში ჩაიგდოს ჩვენი­ ქვეყანა. ფანტომური­ ტკივილის შეგრძნე­ბაა, როდესაც მოკვეთ­ილი კიდური გტკივა,­ თითქოს ისევ გაქვს­. რუსეთსაც ასეთი ფანტომური­ ტკივილები აქვს. ვერ ეგუება, რომ ვერ აკონტრ­ოლებს საქართველოზე­ გამავალ აბრეშუმის გზას. ამიტომაც მოხდა
დანაშაულებრივი­ "ვარდების რევოლუცია". მაშინ შეაფ­ერხეს აბრეშუმის გზის განვითარება, ახლა კი ცდილობენ, მთელი საქ­ართველო ჩაიგდონ­ ხელში და სატრანზიტო­ ტვირთბრუნვა აკონტროლონ. აფხაზე­თი არ არის მათთვის­ საკმარისი, არც სამაჩაბლო, ნელ-ნელა მოცო­ცავენ და მთლიანად უნდათ საქართველოს დაპატრონება... ამერიკელებიც იმიტომ კი არ გვიცავენ, რომ ძალიან ვუყვარვართ... საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების გატარების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება არჩევნებს, თუ "ქართულმა­ ოცნებამ" ისევ მიქარა - ზუსტად ასე დაწერეთ - და ქარაფშუტულად მიუდგა არჩევნებს, მიიღებენ სამოქალაქო­ ომს. ეჭვი მეპარება, მოსახლეობამ ნება დართოს ვაშაძეს და მისნაირებს, მართონ ქვეყანა. მკვლელების დაბრუნება ნიშნავს, უარესი­ გახელებით, ვიდრე ადრე, ბიზნესი წაართვან წესიერ ხალხს, შვილები ციხეებში გამოუკეტონ...

არჩევნების პირველი ტური კარგი იყო "ქართული ოცნების" გამოსაფხიზლებლად. მათ ბევრი დააშავეს. მაგალითად, ჩემს სფეროში პროფესიონალები მოიცილეს. აღშფოთებული არიან კინემატოგრაფიის მიმართ ხელისუფლების დამცინავი მიდგომით. ხატავენ სურათს, თითქოს ქართული კინო აღორძინების გზაზეა, არადა, კინოსტუდია ინგრევა. იცით, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი კინემატოგრაფისტები, რომლებიც დიდ ქართულ კინოს ქმნიდნენ, წინა საუკუნეში ნაყიდი ტანსაცმლით დადიან? ახლა რომ ბიუჯეტს იხილავენ, 4 მილიონი კი არ უნდა იყოს კინოსთვის გამოყოფილი... 4 მილიონი კინოსთვის იგივეა, რომ 400 ლარით 400-კაციანი სუფრის გაშლა მოინდომო... მთავრობამ დაპირება უნდა შეასრულოს!

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება­ მოვლენები არჩევნების მეორე ტურისთვის?
- მე გრიგოლ ვაშაძის არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ვაშაძე, რომელსაც ბავშვებისთვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტ­ორიული შენობის წართმევა უნდოდა, რა ნამუსით აპირებს პრეზიდენტობას? მისი გამარჯვება არ შეიძლება! საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევთ. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუჯერებთ, მაგრამ თუ ცვლილებები ვერ დავინახეთ - უკანასკნელად...


ს.ს.საქართველო.
22 ნოემბერი 2018 13:31
გაუმარჯოს საქართველოს

ხალხო არცერთი მთავრობა არ ყოფილა ხალხისთვის ამ ქვეყანაში და არც მომავალში იქნება რო იცოდეთ 1თმა კასპელმა ინტერვიუს დროს სწორად თქვა იუთობზე დევს და ნახეთ.
ეხლა რაც შეეხება მოვლენებს აღჩევნებს სალომე ვერ მოიგებს ვერასდროს საქართველოში მითუმეტეს ვითომ არფღის მაქნისი პრეზიდენტის.
არჩევნებს და მეც პირადად ვაძლევ ბიძინას და მოიგებს ბიძინა მაგრამ ასეთი ერთპიროვნული მართველობა არის ცუდი ზოგადად ყველა ქვეყნისთვის და მითუმეტეს ჩვენაირი ქვეყნისთვის ამიტომ ესარის ბიძინას ბოლო შანსი და იმედია როო აზე მოვლენ და ხალხისთვის რაღაცეები უკეთესობისკენ შეიცვლება
დიდი იმედი მე პირადად არ მაქვს მაგრამ ნაც:ხროვის დაბრუნებას მირჩევნია ბენზინი 5 ლარი გახდეს.
:DDDD
22 ნოემბერი 2018 10:55
ერთხელ თუ კაცი მოგატყუებს, ის მეორედაც მოგატყუებს.
სან დრო©
22 ნოემბერი 2018 10:33
მოშე კლუგჰაფტის სცენარი, ხელწერა და შემსრულებლები უცვლელია. პოლიტაგიტაციის მანიპულაციებში თუ ვერ ერკვევით სულელური კომენტარები არ უნდა დაწეროთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები