"ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე"
"ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე"
ფოტო:კახი კავსაძე, ფოტო გადაღებულია რამდენიმე წლის წინ
ცნობილმა მსახიობმა კახი კავსაძემ ცოტა ხნის წინ რთული ოპერაცია გადაიტანა, თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ ძალა მოიკრიბა და საავადმყოფოდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა...

- მეორე ოპერაცია გამიკეთეს, ახლაც კიდევ ათას რამეს მიკეთებენ, მოძრაობა მიჭირს და რა გითხრათ, კაცი რომ დაბერდება და გადასაგდებია, ხომ იცით... თუმცა ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს  კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე. ახლა ჩემი შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და ძალიან გამახარა. ჩემი შვილიშვილის გამოსვლა ვერ
ვნახე "ცეკვავენ ვარსკვლავებში", მაგრამ მითხრეს ძალიან კარგად იცეკვაო. კარგი გოგოა და სულ ასე მახარებს!

- ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებებისთვის ემზადებიან, მიიღეთ საპატიო სტუმრის მოსაწვევი?
- ჯერჯერობით არანაირი მოსაწვევი არ მოუტანიათ... მოსაწვევს თუ მივიღებ, ხომ ასე სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ! მე ვიყავი ერთ-ერთი
პირველი მომხრე იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო! მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ! როგორც გავიგე, თელავში იმართება ღონისძიება და ძალიან გამეხარდა. თელავია ჩვენი ჯიგარი და ფესვი! დაე, იქედან დაიწყოს საქართველოს აღორძინება და გამთლიანება! სრულიად დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი, რომ საუკეთესო პრეზიდენტი იქნება! არ ვამბობ, რომ თამარ მეფეს უნდა შევადაროთ, თამარ მეფე სხვა იყო და სალომე ზურაბიშვილი სხვაა, უბრალოდ, რაც მე მაგ ქალბატონს წლების განმავლობაში ვაკვირდები, უაღრესად განათლებული და გამოცდილი ქალია! ამიტომ ვამყარებ ამხელა იმედებს მასზე!
კახი კავსაძე
- ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა... თუ დაურეკეთ და მიუსამძიმრეთ?
- უი, რას ამბობთ! ეგ სამწუხარო ამბავი პირველად თქვენგან გავიგე და ძალიან გული მეტკინა! ძალიან ახლოს ვიცნობდი ქალბატონ ციცინოს. იგი ჯერ კიდევ 40 წლის წინ გავიცანი და მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო... სუფრებზე ძალიან ხშირად შევხვედრივარ. ბევრჯერ მაქვს საკუთარი თვალით ნანახი ბიძინას და დედამისის საოცარი დედა-შვილობა! ძალიან დიდ პატივს სცემდა დედას, რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა და დედიკოს ეძახდა... მრავალმხრივად უნარიანი ქალი იყო! მახსოვს, სუფრაზე სიმღერას რომ წამოვიწყებდით, ყოველთვის აგვყვებოდა ხოლმე.


(სპეციალურად საიტისთვის)

JimUK
17 დეკემბერი 2018 04:32
საოცარი ხალხი ხართ?! კარგმა და კეთილმა ადამიანმა საკუთარი აზრი და შეხედულებები გამოთქვა, მეტი არაფერი. თქვენ კი პოლიტიკური უვიცობის ერთმა, მეორემ კი პოლიტიკური ანგაჟირების იარლიყი. არადა ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია რამეზე ვაჟკაცობის გარდა. კრიტიკა, სიძულვილი, გაუტანლობა ეს არის გუსინდელი და დღევანდელი ხვედრი ჩვენი ბედკრული ქვეყნის. კი არა ერთმანეთს მოვეფეროთ, გავუფრთხილდეთ, დავეხმაროთ, არა!!! დავძიროთ, განვკიცხოთ, გავრიყოთ, გავანადგუროთ ერთმანეთი, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ქართველებს! იცნობს ერთსაც და მეორესაც კახი ბატონი და რა დააშავა ამით?! აბა ვინ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი ჩემო კარგებო გიოგიო და რაჭველო თქვენ, მე თუ ბიჭიკია-ჭიჭიკია, მიშას ხო არ მისტირით თქვენც ჩემო ძმებო?! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ დალოცვილებო, რა არის ეს სოფელი თუ ერთმანეთს არ ვასიამოვნეთ და არ გავახარეთ? ფუჭია მაშინ ყველაფერი! გულის ენით ვესაუბროთ ერთმანეთს! მტერიც არ არსებობს! მას ვქმნით ჩვენი სისუსტით! არც მე ვუკრავ ტაშს ოცნებას, არც მიშას და მის ამალას! არის მხოლოდ ჭეშმარიტად ქართველი ხალხი და საქართველო, აი ვისაც უნდა დავუკრათ ტაში! კარგი ღმერთმა შექმნაო?! აბა ცუდი?! ისიც ღმერთმა შექმნაო, მაგრამ ჩვენი ხელებით -:)
- ბოროტი არ არსებობს, უბრალოდ მასში სიკეთის უკმარისობაა!
- არც სიბნელეა, უბრალოდ მასში სინათლემ ვერ შეაღწია ჯერ...
- არც ჩვენ ვართ ცუდები, უბრალოდ სიკარგემაც ვერ შემოაღწია ბოლომდე ჩვნშიც -:)...
ბიჭებო კეთილშობილ კახი კავსაძეს პოლიტიკური არც პრეტენზია და არც განაცხადი არ ქონია აქ და ეგ იარლიყი, რომ მიაკარით თქვენ ნაღდად არ გეკადრებოდათ ჩემუ ძმური გადმოსახედვიდან, ამიტომაც გლოცავთ და გეხვევით და გვახსოვდეს რომ სიტყვას დიდი ძალა და ენერგია გააჩნია, რომელიც ან ანგრევს ან აშენებს...
ლიზიკო
13 დეკემბერი 2018 19:25
ჯანმრთელობას , დღეგრძელობას და მზეგრძელობას ვუსურვებ საყვარელ მსახიობს.
რაჭველი
13 დეკემბერი 2018 17:03
საზიზღვრობაა როდესაც პოლიტიკოსს პირადი ნაცნობობის გამო საჯაროდ უჭერს ვინმე მხარს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?