"ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი" - რას წერენ მეგობრები და კოლეგები გარდაცვლილ ჟურნალისტზე "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი" - რას წერენ მეგობრები და კოლეგები გარდაცვლილ ჟურნალისტზე "ფეისბუკში"

"ტვ პირველის" დღის ამბების წამყვანის 33 წლის ლევან ჩხაიძის ("ჯაკო") გარდაცვალებას "ფეისბუკზე" კოლეგები და მეგობრები ეხმაურებიან:

ინგა გრიგოლია, "ტვ პირველის" წამყვანი:

"ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი. ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი".

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: "წარმოუდგენელი და დაუჯერებლად თავზარდამცემი ამბავია... ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და აქტუალური ჟურნალისტი, ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანი გარდაიცვალა... ვუსამძიმრებ ლევან ჩხაიძის ოჯახს, კოლეგებს და მეგობრებს... არც კი მჯერა, ამას რომ ვწერ ... დიდი დანაკლისია..." არჩილ გამზარდია, ტელეწამყვანი: "ჯაკო... როგორ დაუჯერებელია. წლების მანძილზე შენი რესპონდენტიც ხშირად ვყოფილვარ, თანამშრომლებიც ვიყავით, გვერდიგვერდ ვიჯექით რამდენი ხანი, ვამხანაგობდით, ვმეგობრობდით. რამდენს მამხნევებდი ხოლმე სამსახურში. როგორ ვმხიარულობდით ოთახში. როგორ წინ გქონდა ყველაფერი. ბოლოს მამაჩემის სამძიმარზე მოხვედი, გეჩქარებოდა ეთერი გქონდა და მაინც არ დაიზარე მოსვლა ჩემი დარდის გასაზიარებლად. რას ვიფიქრებდი, მე რომ მისამძიმრებდი, მალე ასეთი უბედურება მოხდებოდა. ვაჰ... რა ვთქვა, როგორი მძიმე ამბავია".

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

"ყველას ვუსამძიმრებ ჯაკოს გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ... ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა, ძალიან... ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს "ტვ პირველიდან" ამ უდიდესს ადამიანურ და პროფესიულ დანაკლისს".

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი:

"უმძიმესად დაიწო წელი.

შენს გულს ვენაცვალე მე - ლევან!

არაფრის ხალისი არ მაქვს.

ჩვენ ყველამ დავკარგეთ ჩვენ ჩვენი ლევანი!"

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: "ღმერთო, როგორი დამანგრეველია ლევანის სიკვდილი, გვიყვარდეს ხალხო ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ, წამია ცხოვრება. რა წელი დაიწყო ასეთი".

იხილეთ ასევე: "შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით" - როგორ ემშვიდობება "ტვ პირველი" ლევან ჩხაიძეს