"გირგვლიანების მთელი ოჯახი ჩვენს თვალწინ ამოწყდა, ამ ცოდვის მატარებელი მოსამართლე როგორ გამოსწორდა, ვერაფრით ვიგებ"
"გირგვლიანების მთელი ოჯახი ჩვენს თვალწინ ამოწყდა, ამ ცოდვის მატარებელი მოსამართლე როგორ გამოსწორდა, ვერაფრით ვიგებ"
"შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკა და დღის წესრიგი სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნისა და დასჯის თაობაზე ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან და იგი სრულად წარმოადგენს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას, რომლის მიზანია დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" სასამართლო კორპუსი. ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ
დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი - საზოგადოებისა და ხელისუფლების - ერთობლივი მონაპოვარის - თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას", - ეს არის ამონარიდი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სპეციალური განცხადებიდან, რომლის გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილი და თვით მმართველი პარტიის რიგი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს
განცხადება მხოლოდ ერთ რამეს ცხადყოფს - ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას სასამართლოში მოკლათებულ კლანზე, რომლის წარმომადგენლებსაც წინა ხელისუფლების პირობებში არაერთ დანაშაულებრივ ვერდიქტზე ხელი მოწერილი. თუ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  ნათქვამის პერიფრაზს გავაკეთებსთ ამ მოსამართლეებს კი აქვთ ჩადენილი ცუდი საქციელი, მაგრამ გამოსწორდნენ და ახლა კარგად იქცევიან თურმე. ამის ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კატეგორიულად არ სჯერა. გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას ამ საკითხზე:

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:
- ავად ვარ, ლოგინიდან წამოდგომაც მიჭირს, კიდევ უფრი უარესად მხდის ის საშინელება, რასაც ტელევიზიით ვუყურებ! რაღა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს მითხარით, ოცი წლით ახალგაზრდა მაინც ვიყო, მაშინ კი ვიცი, რასაც ვიზამდი! ახლა თქვენც ისე მირეკავთ და აზრს მეკითხებით, თითქოს ამ საქმის მონაწილე ვიყო ან თითქოს ჩემგან ტაშის დაკვრას ელით ამ საშინელებაზე! ჩემს სიცოხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? - როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, ბატონო! ყველაფერს ყურს ვუგდებ და საქმის კურსში ვარ, მაგრამ რა გავაკეთო, რა შემიძლია? მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად უარყოფითად ვაფასებ ამ პროცესებს,  მაგრამ სახლიდანაც ვერსად გავდივარ! ვინც ხელისუფლების გარეთ არის - მთელი საქართველო, რატომ უშვებენ ასეთ რამეს?! ავად ვარ, სუნთქვაც კი მიჭირს, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ მოსმართლეების ამბით უკიდურესად გაბრაზებული ვარ!

რატი ამაღლობელი, პოეტი:
- ჩვენს ქვეყანაში კარგი არაფერი, პირიქით, სამარცხვინო ამბები ხდება! საქართველოში ყველა ადამიანი, ვისაც რაიმე ტიპის ღირებულება აქვს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფო და სახელმწიფოში სამართლიანობის პრინციპი, ყველა თანხმდება, რომ ეს არის უპრეცედენტოდ სამარცხვინო რამ, რასაც ხელისუფლება აკეთებს სასამართლოსთან მიმართებაში. ეს არის ცალსახა შეფასება, აქ ორი აზრი არ არსებობს!

ხელისუფლების კლანიდან გამონაკლისია რამდენიმე ადამიანი, მთლიანად საპარლამენტო უმრავლესობაც კი არ არის ერთ აზრზე! ეს ძალიან იშვიათი რამეა მათთვისაც კი! ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ სამარცხვინო რამ არის და ამას სხვა ინტელექტუალური ფრაზეოლოგიით ვერ შეაფასებ! თავის მომჭრელია რამეა! ზოგიერთი პატარა ასაკისაა და ვურჩევ მათ მშობლებს, მეგობრებს დებს და ძმებს ასწავლონ, რაღაც უთხრან, რომ ამ ადამიანებს მომავალი აქვთ, უნდა იცხოვრონ და გააგრძელონ ცხოვრება და მოღვაწეობა ამ ქვეყანაში! ძალიან სავალალოა ასე რომ დაასრულონ პოლიტიკური კარიერა! ახლობლებმაც უნდა უთხრან, გარდა საზოგადოებრივი ზეწოლისა, ვინც კი გულშემატკივარი ჰყავთ პიროვნულად, ინდივიდუალურად! რაღაც სიტყვა უნდა შეაშველონ! საზოგადოებრივი ზეწოლა კი ვფიქრობ გაიზრდება!
ვერასოდეს ვერ ვიგებ ხელისუფლების ლოგიკას, რატომ მიდიან ყოველთვის თვითმკვლელობამდე! ვერ ავხსნით, მაგრამ ფაქტია, რომ მიდიან! ხელისუფლებაში რომ მოხვდებიან, მერე საერთოდ ავიწყდებათ რაიმეს ახსნის სურვილი და აბსოლუტურად ზომბირებული ხდებიან!

- დაბნეული და გაოგნებული ვარ! როდესაც ქუჩაში ვიღაც რიგითი მოქალაქე იტყვის მსგავს რამეს, შეიძლება ასეთი რეაქცია არ მქონდეს, მაგრამ ხელისუფლების შტოს წარმომადგენლისგან რას ნიშნავს გამოსწორდნენო? ახლა უფრო დიდი კითხვის ნიშანი მაქვს და თანდათან უფრო მძარფდება ეს ყველაფერი! სამართალდამცავ სისტემაში, როდესაც ამხელა ცოდვიან შეცდომას უშვებ, კითხვის ნიშნები გვექნება საზოგადოებას, რასაკვირველია! ოჯახები უბედურდებოდა და გირგვლიანების ოჯახი მთლიანად ამოწყდა ჩვენს თვალწინ! ამ ცოდვის მატარებელი მოსამართლე როგორ გამოსწორდა, ვერაფრით ვიგებ და რა ვქნა?! კითხვები გვაქვს მათთან, ვისაც ევალება პასუხი გაგვცეს!

ჩემთვის მიუღებელია კი არა ამ მოსამართლეების საკითხი, გთხოვთ აუცილებლად დამიწეროთ, რასაც ახლა გეტყვით: ბევრ საკითხში, მხოლოდ მოსამართლეებზე კი არა, ჩემი თავისთვის დამისვამს კითხვა, ალბათ იმდენად დიდ ქაოსში მომაქციეს, აზრის გამოტანის საშუალებაც აღარ მაქვს-მეთქი. აბსოლუტრად ვერ გამომაქვს ადეკვატური აზრი! საპრეზიდენტო არჩევნებისას უკან არ დამიხევია და ვთქვი, რომ, იქ, სადაც არ არის კრიტიკული გარემო, სადაც ერთი გუნდი იარსებებს, ხელისუფლებამდე ვერასოდეს ვერ მიაღწევს ხალხის აზრი და აღშფოთება! მაინც მგონია, რომ ხალხის აზრი ამ შემთხვევაში განზე დარჩება.



naTia
08 თებერვალი 2019 10:42
ძალიან ახლოს გიცნობდით ბატონო თენგიზ, ხშ\ირად გიწყობდით შეხვედრებს სტუდენტთა ქალაქში, მაშინ იქ ვმუშაობდი. როგორ შეიძლება თქვენაირი პატრიოტი კაცი ამ ფულიან და აღვირახსნილ ადამიანების გვერდით წარმოვიდგინო, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, რა მშვენიერი სულის პატრონი ხართ, სად არიან თქვენისთანები ახლა, ალბათ არიან და მე ვერ ვხედავ. იცოცხლეთ ბატონო თენგიზ, იცოცხლეთ საუკეთესო ადამიანო.
რეზო
07 თებერვალი 2019 20:35
ხალხი ვერ ხვდება იმას რომ ყველაფრის უკან დგას ბიძინა. თქვენ გჯერათ რომ მაგას რამე უნდოდეს და ამ მთავრობამ ვერ გააკეთოს?
ნათელა
07 თებერვალი 2019 17:40
არჩილ თალაკვაძეს მივმართავ:საზოგადოება გიცნობდა როგორც წესიერ ადამიანად.პატიმრებს რაც შენ გაუკეთე,ყველამ იცის.შენ ფაქტიურად გადაარჩინე პატიმრები სიკვდილს.ნუ აყვები შვილო მაგათ.იცი ვისზედაც ვლაპარაკობ.დაუდექი ხალს გვერდით როგორც აქამდე ედექი.და ნახავ უფრო დაფასდები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?